📖 კითხვის დრო: 1 წუთი
ბავშვის სიმაღლეში ზრდა თითქმის ყველა მშობლის ზრუნვის საგანია და ადეკვატურად შესაფასებლად დინამიკურ მეთვალყურეობას საჭიროებს.
◉ კვლევებით დადგენილია, რომ სიმაღლეს დიდწილად გენეტიკური ფაქტორი (60-80%) განაპირობებს. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია გარემო ფაქტორებიც, როგორიცაა დედის მდგომარეობა ორსულობის დროს, ბავშვის კვება სიცოცხლის პირველ წლებში და შემდგომ პერიოდში, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესების თავისებურებები, ხშირი ავადობა, სტრესი და ა. შ.
◉ ჩვენს ორგანიზმში სიმაღლეში ზრდის პროცესს 120-ზე მეტი გენი აკონტროლებს. აქედან გამომდინარე, დიდია ალბათობა მშობლების და შვილების სიმაღლეები მსგავსი იყოს ზრდასრულ ასაკში.
◉ ენდოკრინული ფაქტორებიდან მნიშვნელოვანია ჰიპოფიზის (სომატოტროპინი და სომატოსტატინი) და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ბალანსი ორგანიზმში.
◉ ზრდის ჰორმონის-სომატოტროპინის 70% ძილში გამომუშავდება, შესაბამისად ბავშვის ძილის რეჟიმი აუცილებლად მოწესრიგებული უნდა იყოს.
◉ სქესობრივი მომწიფების პერიოდში სიმაღლეში ზრდაზე გავლენას ახდენს სასქესო ჰორმონები. ზრდაში განსხვავება გოგონებში 10-11 წლის ასაკში შეიმჩნევა, ბიჭებში-12-13 წლიდან.
◉ სიმაღლეში ზრდის დასრულება პირდაპირ კავშირშია სქესობრივი მომწიფების დასრულებასთან და შემდგომი ცვლილებები ზრდის თვალსაზრისით უმნიშვნელოა.
◉ არასრულფასოვანი და არაბალანსირებული კვება გარემო ფაქტორებიდან ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ზრდის პროცესზე. მინერალებით და ვიტამინებით ღარიბი საკვები პროდუქტები ვერ უზრუნველყოფენ ორგანიზმის დღიურ მოთხოვნილებებს და შესაბამისად ზრდის პროცესიც ფერხდება
◉ დაბალი ფიზიკური აქტივობა ასევე ერთ-ერთი ფაქტორია ძვალ-კუნთოვანი სისტემის განვითარების ჩამორჩენაში. სმარტფონებთან და ტელევიზორებთან დიდი დროის გატარება ხელს უწყობს ზრდის შეფერხებას.
სავარაუდო სიმაღლის გამოთვლის ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ მეთოდად ითვლება, ჯერ კიდევ 70-იან წლებში “The New York Times”-ში გამოქვეყნებული მეთოდი, რომლითაც სარგებლობს აშშ და ევროპის ბევრი ქვეყანა.
თუ ბავშვი ბიჭია: (დედის სიმაღლე + მამის სიმაღლე + 13სმ) : 2 = სავარაუდო სიმაღლე
თუ ბავშვი გოგოა: (დედის სიმაღლე + მამის სიმაღლე - 13სმ) : 2 = სავარაუდო სიმაღლე
მაგ: ბიჭი (167+175+13):2= 355:2=177,5სმ გოგო (167+175-13):2=329:2=164,5სმ
ბავშვის სავარაუდო სიმაღლის წინასწარი გამომთვლელი:
სიმაღლისა და წონის ნორმები 1-14 წლამდე ბავშვებისთვის:
ბიჭი
ასაკი
გოგო
წონა
კგ.
სიმაღლე
სმ.
წონა
კგ.
სიმაღლე
სმ.
10-13
78-85
1.5 წელი
10-12
78-84
11-14
85-92
2 წელი
11-14
82-90
12-15
88-96
2.5 წელი
12-15
87-95
13-17
92-99
3 წელი
13-16
91-99
15-19
98-108
4 წელი
14-18
95-106
16-23
105-116
5 წელი
16-20
104-114
18-25
111-121
6 წელი
18-24
111-120
20-29
118-129
7 წელი
20-28
113-127
23-32
124-135
8 წელი
22-32
124-134
24-36
129-141
9 წელი
25-37
128-140
28-39
135-147
10 წელი
28-40
134-147
30-42
140-152
11 წელი
30-44
138-152
33-48
143-158
12 წელი
36-51
146-160
40-57
149-165
13 წელი
40-56
151-163
44-58
155-170
14 წელი
44-58
154-167
კალციუმის როლი ზრდა-განვითარებაში:
კალციუმი აქტიურად მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვა პროცესში:
◉ ძვლის მინერალიზაცია და ძვალ-სახსროვანი სისტემის ნორმალური განვითარება
◉ ნერვული იმპულსის გადაცემა
◉ ჩონჩხის, გლუვი მუსკულატურის და გულის კუნთის შეკუმშვა
◉ ჰორმონების სინთეზი
◉ სისხლის შედედება
◉ ფერმენტების აქტივაცია
◉ უჯრედშიდა პროცესების რეგულაცია
კალციუმის 99% დეპონირებულია ძვლებში, 1% სისხლის პლაზმასა და ქსოვილოვან სითხეში.
კალციუმის ლაბორატორიული ნორმა ორგანიზმში:
კალციუმზე მოთხოვნილება სიცოცხლის სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულია:
პერიოდები
Ca-ის დღეღამური მოთხოვნილება (მგ-ში)
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია-WHO
ამერიკის ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტი-NIH
0-6 თვე
500
400
6-12 თვე
600
600
1-5 წელი
600
800
6-12 წელი
400-450
800-1200
12 წლის ზევით
1200-1500
რეკომენდაცია: ის ბავშვები, რომლებიც 9 თვის ასაკის შემდეგ არ იღებენ დედის რძეს, ძროხის რძის პროდუქტების ადეკვატურ რაოდენობას, სასურველია ყოველდღიურად მიიღონ კალციუმის დანამატები.
კალციუმის სრულყოფილი ცვლისთვის აუცილებელია სხვა მინერალების და ვიტამინების არსებობაც, რომლებიც ხელს უწყობენ მის ათვისებას და შემდგომ მინერალიზაციის პროცესს. ესენია: ვიტამინი D3, მაგნიუმი, თუთია, ვიტამინი K2, სპილენძი, რკინა, ვიტამინი A, მანგანუმი, კოლაგენი და ა. შ.
ძვლის განახლება მუდმივი პროცესია და მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება.
საფბოუნი
სიმაღლეში უსაფრთხო ზრდას „მორგებული“ კალციუმის სიროფი, სასიამოვნო გემოთი და ყველა საჭირო მიკროელემენტის და ვიტამინის შემცველობით.
შემადგენლობა: (15მლ)
კალციუმის ფოსფატი-510მგ; მაგნიუმი-56,25მგ; თუთია-12,5მგ; ვიტამინი D3-2მკგ (80IU); სოიოს ლეციტინი-ვიტამინი K2-65%.
კალციუმის ფოსფატური ფორმა გამოირჩევა ყველაზე მაღალი ბიოშეღწევადობით.
K2 ვიტამინის შემცველობა უზრუნველყოფს კალციუმის იონების მიზანმიმართულ ტრანსპორტირებას ძვლებში და კბილებში, რითაც ხელს უშლის არასასურველი კენჭების და კალციფიკატების წარმოქმნას.
თუთია ხელს უწყობს კოლაგენური ცილის სინთეზს, რომელიც ალაგებს კალციუმის და ფოსფორის ნაერთს ძვალში.
მაგნიუმი ხელს უწყობს კალციუმის უჯრედშიდა ტრანსპორტს და ერთად მონაწილეობენ ყველა ტიპის კუნთის მუშაობაში.
ვიტამინი D3 ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას ნაწლავიდან და სისხლში გადასვლას, ასევე არეგულირებს ძვალში მიმდინარე მინერალიზაციის და რეზორბციის პროცესებს.
ჩვენებები:
◎ კალციუმის დეფიციტი არაბალანსირებული კვების ფონზე;
◎ აქტიური ზრდის და კბილების ამოჭრის პერიოდი ბავშვებში;
◎ ძვლოვანი ჩონჩხის ფორმირების დარღვევა
◎ კარიესის პროფილაქტიკა
◎ რაქიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა
◎ კალციუმის დეფიციტით გამოწვეული კრუნჩხვითი სინდრომი
დოზირება:
0-6 თვე: 2,5მლ 2-ჯერ დღეში;
6-12 თვე: 2,5მლ 3-ჯერ დღეში;
1-5 წელი: 5მლ 2-ჯერ დღეში;
5-12 წელი: 5მლ 3-ჯერ დღეში.
გამოშვების ფორმა: 150მლ მუქი ფერის ფლაკონი, მზომი ჭიქით.
მწარმოებელი: OFI-იტალია