ძილი-დაკარგული დრო, თუ სასიცოცხლოდ აუცილებელი...
ძილი-ორგანიზმის პერიოდული ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, რომელსაც თავის ტვინის მთელი რიგი სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობა განსაზღვრავს.
ძილში ადამიანი თავის ცხოვრების 1/3-ს ატარებს და ბევრი ამ დროს უქმად დაკარგულად თვლის, თუმცა ეს ასე არ შეიძლება ჩაითვალოს.
ძილის დროს ორგანიზმში 10-ჯერ უფრო აქტიურად მიმდინარეობს ე.წ. სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები: დნმ-ის განახლება, ნეირონების მიერ ინფორმაციის გადამუშავება და ხანგრძლივ მეხსიერებაში გადატანა, აქტიური მეტაბოლიტების და ჰორმონების სინთეზი და სხვა.
საინტერესო ფაქტები ძილზე:
- ადამიანს ძილის გარეშე 10 დღე შეუძლია გაძლოს, მაშინ როცა საკვების გარეშე 14 დღე ძლებს.
- უძილობის რეკორდი, 264 საათი (11 დღე) დაფიქსირდა 1964 წელს 17 წლის ამერიკელი სტუდენტის რენდი გარდნერის მიერ.
- ადამიანი ერთადერთი ძუძუმწოვარია დედამიწაზე, რომელსაც ძილის ნებით შეყოვნება შეუძლია.
- ძუძუმწოვრებში ყველაზე დიდი ხანი სძინავს კოალას-22 საათი დღე-ღამეში, ყველაზე ცოტა-ჟირაფს-1,9 საათი დღეღამეში.
- უძილობა ქალებს 2-ჯერ უფრო ხშირად აწუხებთ, ვიდრე მამაკაცებს. მამაკაცების სიზმრებში ადამიანების 70% მამაკაცია, ქალები ორივე სქესს თანაბრად ხედავენ.
- მხედველობის მქონე ადამიანების 12% სიზმრებს შავ-თეთრ ფერებში ხედავს. ფერადი ტელევიზორის გამოჩენამდე ეს ციფრი გაცილებით მაღალი იყო.
- დაბადებიდან უსინათლო ადამიანების სიზმრები მოიცავს მხოლოდ შეხებას, სუნს, ხმას და ემოციას.
- გაღვიძებიდან 5 წუთის განმავლობაში ძილში განცდილი ემოციების და ოცნებების 50% იკარგება, კიდევ 5 წუთის განმავლობაში 90%. ფროიდის მოსაზრებით ეს დაკავშირებულია ტვინის მიერ ქვეცნობიერიდან წამოსული ინფორმაციის ბლოკირებასთან.
- უძილობა და ცუდი ძილი იწვევს „შიმშილის ჰორმონის“-გრელინის მომატებას და „სიმაძღრის ჰორმონის“-ლეპტინის დეფიციტს, რაც წონის მომატების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია.
- თანამედროვე ადამიანების უძილობის ყველაზე ხშირი მიზეზი, სტატისტიკურად 24 საათიანი ინტერნეტია.
ძილი მთლიანობაში სწრაფი-REM (20-25%) და ნელი-NON REM (75-80%) ძილის 90 წუთიანი 4-6 ეპიზოდისგან შედგება. თითოეულ ციკლში ნელი ძილისთვის განსაზღვრული დრო მცირდება და ბოლო ციკლში სწრაფი ძილი დაახლოებით 1 საათამდე გრძელდება, რაც ამზადებს ორგანიზმს გამოღვიძებისთვის.
სწრაფ (პარადოქსულ) ძილს ახასიათებს თვალების სწრაფი მოძრაობა დახურული ქუთუთოების ქვეშ, მომატებული გულისცემისა და სუნთქვის სიხშირე, არტერიული წნევა და ტვინის აქტივობა. სწორედ ამ ფაზაში ვნახულობთ სიზმრებს.
ნელი ძილი მოიცავს 4 ფაზას:
- I ფაზა-თვლემა, ჩაძინება. ამ დროს ადამიანი ნახევრად ჩაძინებულ მდგომარეობაშია, ოცნებობს და ხედავს სიზმრისმაგვარ ჰალუცინაციებს. ამ სტადიაზე ინტუიციურად შესაძლოა ჩნდებოდეს იდეები, პრობლემების ან ამოცანების გადაწყვეტის გზები
- II ფაზა-იწყება ცნობიერების გათიშვა და ორგანიზმი ემზადება ღრმა ძილისთვის, ამ დროს ადამიანის გაღვიძება ძალზე იოლია და ყველაზე მგრძნობიარე ანალიზატორი სმენითია.
- III ფაზა-წყდება ყოველგვარი კუნთური აქტივობა, გარე გამღიზიანებელზე რეაქცია ქვეითდება და გაღვიძება შედარებით ძნელია.
- IV ფაზა-ყველაზე ღრმა ძილის ფაზაა და გაღვიძება ძალიან რთულია, ამ ფაზას ახასიათებს ძილში სიარული, უნებლიე შარდვა, კოშმარები, თუმცა გამოღვიძებისას ეს ფაქტები არ ახსოვთ.
ნელი ძილის ამ ეტაპზე ხდება ქსოვილთა აღდგენითი რეაქციები, ძლიერდება იმუნური სისტემა, ხდება ზრდისა და განვითარების სტიმულირება, მომდევნო დღისთვის ენერგიის მარაგის დაგროვება და სხვა.
ყველა ბავშვი 2 წლის ასაკამდე მშობლებს 6 თვის ძილს ართმევს.
ჩვეულებრივ, ახალშობილებს დღის განმავლობაში 8-9 საათამდე, ხოლო ღამით 8 საათამდე სძინავთ. დაახლოებით 6 თვის ასაკამდე მათი ძილი ერთ ჯერზე 1-2 საათია.
6 თვიდან ჩვილების 2/3 უკვე შეუძლია „კარგად დაძინება“ მთელი ღამის განმავლობაში.
ამ ასაკში ხშირია ე.წ. „განშორების შფოთვა“, როცა ბავშვი ხშირად იღვიძებს ღამით სხვადასხვა მიზეზით.
სმარტფონი-როგორც ძილის დარღვევის მიზეზი...
- ყველაზე დიდი ზიანი სმარტფონის გამოყენებას, უშუალოდ ძილის წინ მოაქვს.
- ეკრანის ცისფერი გამოსხივება ხელს უშლის ძილის ჰორმონების გამომუშავებას, რომლებიც დაღლილობის შეგრძნებას და ძილის მოთხოვნილებას იწვევენ.
- ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ძილის წინ სმარტფონის გამოყენება ამცირებს ძილის ხანგრძლივობას და აუარესებს მის ხარისხს.
უძილობა (ინსომნია)- ღამის ძილის პერიოდის შემცირება, ჩაძინების გაძნელება, ზერელე წყვეტილი ძილი, ნაადრევი გაღვიძება, თანდართული მოუსვენრობა და მომატებული აგზნებადობა.
როგორ მოქმედებს უძილობა ჩვენს ორგანიზმზე:
- აქვეითებს იმუნიტეტს
- ხელს უშლის მეხსიერებას და კოგნიტური უნარების განვითარებას
- იწვევს დაღლილობას და შრომისუუნარობას
- ზრდის ჭარბი წონის და დიაბეტის განვითარების რისკს
ნოჩე
მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატი ზომიერი სედაციური მოქმედებით
შემადგენლობა (40 წვ=1,5მლ):
კალიფორნიული ეშოლცია -8 მგ; პასიფლორა -30 მგ; ცაცხვი -30 მგ; გვირილა -15 მგ; პიტნა (მელისა) -8 მგ; კუნელი -6 მგ.
ნოჩე-უსაფრთხო, მცენარეული კომბინაცია მშვიდი და მოწესრიგებული ძილისთვის:
- უძილობა
- ღამით ხშირი გამოღვიძებები
- ეკრანდამოკიდებულებით განპირობებული ჩაძინების პრობლემა
- შიშები და შფოთვები
- ნერვული ტიკები
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები
მიღების წესი და დოზირება:
- 0-2 წელი: 10 წვეთი 2-ჯერ დღეში, ან 20 წვეთი ძილის წინ
- 2 წლიდან: 20 წვეთი 2-ჯერ დღეში, ან 40 წვეთი ძილის წინ
გამოყენების წინ აუცილებელია ფლაკონის შენჯღრევა!
პროდუქტის მიღება შესაძლებელია კონცენტრირებული ან განზავებული ფორმით
გამოშვების ფორმა: 50მლ ფლაკონი საწვეთურით
მწარმოებელი: OFI-იტალია