მთავარი
ბლოგები

ოქსიდაციური სტრესი

picture

ოქსიდაციური სტრესი

ოქსიდაციური სტრესი ეს არის ანტიოქსიდანტებსა და თავისუფალ რადიკალებს შორის ბალანსს დარღვევა. თავისუფალი რადიკალები არასტაბილური, ძლიერ რეაქტიული მოლეკულებია, სტაბილურობის მოსაპოვებლად ისინი თავს ესხმიან სტაბილურ მოლეკულებს, რაც იწვევს ჯაჭვურ რეაქციას და აზიანებს ჯანმრთელ უჯრედებს.

მას შემდეგ, რაც ჩვენი ორგანიზმი იტვირთება თავისუფალი რადიკალებით, ეს იწვევს ოქსიდაციურ სტრესს.

ჩვენს ორგანიზმში ნორმალური მეტაბოლური პროცესების დროს წარმოიქმნება თავისუფალი რადიკალები, თუმცა ასევე წარმოიქმნება ანტიოქსიდანტები, რომლებიც ანეიტრალებენ ამ თავისუფალ რადიკალებს. ზოგადად, სხეულს შეუძლია შეინარჩუნოს ბალანსი ანტიოქსიდანტებსა და თავისუფალ რადიკალებს შორის. თუმცა ასაკთან ერთად ამ ბალანსის შენარჩნება უჭირს, ვითარდება ანტიოქსიდანტების დეფიციტი და იზრდება ოქსიდაციური სტრესის დონე.

ასევე ცნობილია გარემო სხვა ფაქტორები,რომლებიც იწვევენ ოქსიდაციურ სტრესს:

  • სიმსუქნე
  • არასრულფასოვანი კვება
  • გარემო პირობები (მზის ინსოლაცია, დაბინძურებული გარემო, გამოსხივება)
  • თამბაქოს, ალკოჰოლის და ნარკოტიკული საშუალებების მოხამრება
  • ქრონიკული დაავადებები
  • ინფექციური დაავადებები
  • სტრესი

ოქსიდაციური სტრესი აზიანებს უჯრედებს, ქსოვილებს და ორგანოთა სისტემებს. იგი ასოცირებულია დაბერებასთან, გადამდები დააავადებების ადვილ მიმღებლობასთან და ქრონიკული დაავადებებთან.

ოქსიდაციურ სტრესთან ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი უკავია, ანტიოქსიდანტების დედად, მეფედ და დირიჟორად წოდებულ გლუტათიონს. გლუტათიონი ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს და იცავს უჯრედებს დაზიანებისაგან. გლუტათიონი გვხვდება სხვადასხვა მცენრეების, სოკოების და ზოგიერთი ბაქტერიების შემადგენლობაში. ძუძუმწოვრების ორგანიზმში იგი ყოველი უჯრედის შემადგენლობაშია, ყველაზე მაღალი კონცენტრაციით კი გვხვდება ღვიძლში. გლუტათიონის დონე ასაკთან ერთად თანდათან მცირდება და საჭირო ახდება ხელოვნურად მიწოდება.