მთავარი
ბლოგები

პოსტკოვიდური სინდრომი

picture

პოსტკოვიდური სინდრომი

ცხოვრება კორონავირუსის გადატანის შემდგომ: პოსტკოვიდური სინდრომი

კორონავირუსით გამოწვეულმა ეპიდემიამ რომელიც 2019 წელს დაატყდა თავს მსოფლიოს მილიონობით ადამიანი მოიცვა, ხოლო ათასობით შეიწირა. კოვიდ-19 ის გადატანის შემდეგ პაციენტები ფიქრობდნენ რომ საფრთხემ ჩაიარა და ყველაფერი უკან დარჩა, თუმცაღა საქმე ასე მარტივადაც არ არის. კოვიდის გადატანის შემდგომ პაციენტებს ხანგრძლივად აღენიშნებოდათ სხვადასხვა სიმპტომები როგორიცაა ადვილად დაღლა, სისუსტე, თავის ტკივილი და ა.შ.

ამის გათვალისწინებით დიდმა ბრიტანეთმა შემოგვთავაზა SARS-CoV2 ვირუსით გამოწვეული მდგომარეობების ახალი კლასიფიკაცია:

  • მწვავე COVID-19 არის დაავადების მოკლევადიანი კურსი, რომელიც გრძელდება არა უმეტეს 4 კვირისა;
  • მიმდინარე სიმპტომური COVID-19-სიმპტომები აწუხებს პაციენტს 4-12 კვირის განმავლობაში;
  • პოსტკოიდური სინდრომი - ეგრეთ წოდებული ხანგრძლივი COVID (long COVID), როდესაც ადამიანი ავად არის სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.

აშშ -სა და გაერთიანებული სამეფოს კვლევების თანახმად, 10 პაციენტიდან 1 განიცდის დისკომფორტს (ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ) 12 კვირის განმავლობაში.

ყველაზე ხშირად პოსტკოიდური სინდრომის მქონე პაციენტები აღენიშნებათ:

  • ქრონიკული დაღლილობა, რომელიც დასვენების შემდგომაც რჩება
  • ქოშინი;
  • ხველა;
  • სახსრების ტკივილი;
  • მკერდის ტკივილი;
  • ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
  • მეხსიერების პრობლემები;
  • დეპრესია;
  • კუნთების ტკივილი;
  • თავის ტკივილი;
  • ტაქიკარდია.

იშვიათ შემთხვევებში:

  • გულის კუნთის ანთება;
  • ფილტვის ფუნქციის დარღვევა;
  • თირკმლის პრობლემები;
  • გამონაყარი;
  • თმის ცვენა;
  • სუნი და გემოვნების ნაკლებობა;
  • უძილობა;
  • კოგნიტური ფუნქციის დარღვევა;
  • შფოთვა;
  • განწყობის ხშირი ცვალებადობა.

გამოჯანმრთელებული პაციენტთა უმრავლესობა ფიზიკური სიმპტომების გარდა განიცდის ფსიქიკურ პრობლემებს, მათ შორის დეპრესიას, შფოთვას და დემენციას. ამ პრობლემების ძირეული მიზეზების დადგენა ჯერ კიდევ რთულია. ეს შეიძლება იყოს ვირუსის გავლენა ტვინზე, არამედ პანდემიის პირობებიც, რომელსაც თან ახლავს იზოლაცია, ფინანსური ზარალი, საკუთარი და ახლობლების ჯანმრთელობის შეშფოთება. ასეთ გამოცდილებას არ შეუძლია დადებითად იმოქმედოს ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ არ უნდა უგულებელყოთ თქვენი ემოციური მდგომარეობა და დროულად მიმართოთ სპეციალისტს.

ჯერჯერობით შეუძლებელია ზუსტად განისაზღვროს ვის განუვითარდება პოსტკოვიდური სინდრომი. მაგალითად, მათ, ვისაც ჰქონდა მძიმე კორონავირუსი, შეუძლიათ ორ თვეში დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას. მაგრამ ისინი, ვინც ადვილად გადაიტანეს დაავადებას, ზოგჯერ არ შეუძლიათ პოსტკოვიდურ სინდრომისგან თავის დაღწევა დიდი ხნის განმავლობაში. თუმცა, გახარგძლივებული კოვიდის განვითარება სტატისტიკურად უფრო ხშირია 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებსა და ორი ან სამი ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში.

ასევე გამოვლინდა გარკვეული სქესობრივი კუთვნილება, უპირატესად ქალებში ვითარდება პოსტ კოვიდური სინდრომი, ამასთან აღენიშნებათ ციკლის დარღვევა (როდესაც მანამდე მსგავსი ჩივილები არ ჰქონდათ).

კიდევე ერთი ჯგუფი რომელიც წარმოადგენს რისკს ესაა ჭარბი წონის მქონე და არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტები. ამ ჯგუფშიც მოსალოდნელია პოსტკოვიდური სინდრომის განვითარება.

დროული რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს გამოჯანმრთელების პროცესს. მნიშნელოვანია რომ სწრაფად დაიწყოს რეაბილიტაციის პროცესი რომელიც მიცავს ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას, ფიზიკურ აქტივობას და რაღათქმა უნდა მედიკამენტებს, ვიტამინებს, მინერალებს და ანტიოქსიდანტებს.

თანამედროვე მედიცინაში დიდი მნიშნელობა ექცევა ანტიოქსიდანტებს და განსაკუთრებით გლუტათიონს, რომელიც ყველა ცოცხალი ორგანიზმის უჯრედებშია, თუმცა ასაკის,სტერსის დაბინძურებული გარემოს, ქრონიკული დააავადებებისა და ინფექციების შედეგად თანდათან იკლებს, ვითარდება ოქსიდაციური სტრესი, რაც აზიანებს უჯრედებს. ოქსიდაციური სტრესისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა თავის ტვინის, ღვიძლის და ფილტვის ქსოვილის უჯრედები.

კოვიდზე ასრებული კვლევებისა და დაკვირვებების შედეგად გამოვლინდა რომ კოვიდ-19 ის მძიმე მიმდიანრეობა და პოსტკოვიდური სინდრომი განსაკუთრების გამოხატულია ოქსიდაციური სტრესის მქონე პაციენტებში. შესაბამისად მისი შემცირებით შესაძლებელია დაავადების მძიმე მიმდინარეობისა და გახანგრძლივებული კოვიდის თავიდან აცილება.