მთავარი
ბლოგები

რინიტი

picture

რინიტი

რინიტი ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებაა და მიეკუთვნება ზედა სასუნთქი გზების დაავადებებს.

განიხილავენ რინიტის რამოდენიმე ფორმას: ინფექციური, ალერგიული და შერეული. მიმდინარეობის მიხედვით გამოყოფენ რინიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს.

მწვავე რინიტს, ასევე მოიხსენიებენ, როგორც სურდოს და გაციებას.

ყოველ ადამიანს 1 წლის მანძილზე საშუალოდ რინიტის 2-4 ეპიზოდი აქვს. ბავშვებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია.

მწვავე რინიტის ხანგრძლივობა 7-14 დღეა. გამომწვევი ფაქტორებიდან ყველაზე ხშირი რესპირატორული ვირუსებია (რინოვირუსი, ინფლუენსა ვირუსი, კორონავირუსები, რესპირატორული სინციტიური ვირუსი, ადენოვირუსები და ა.შ.)

გაციებას ხშირად იწვევს ჰაერის კონდიციონერიც. კონდიცირებულ გარემოში ტემპერატურული სხვაობის, ჰაერის გამოშრობის და დეიონიზაციის გამო ირღვევა თერმორეგულაცია და ხდება გაციების პროვოცირება.

მწვავე რინიტის რისკ-ფაქტორებიდან აღსანიშნავია: ინფიცირებულთან კონტაქტი, ანამნეზში ალერგია და ზედა სასუნთქი გზების სხვა დაავადებები, მწეველობა, სტრესი და დაღლილობა.

მწვავე რინიტის კლინიკური სიმპტომები: ცემინება, წყლისებრი რინორეა, შეშუპება, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ფარინგიტი, თავის ტკივილი, სისუსტე და შრომისუნარიანობის დაქვეითება.

მწვავე რინიტის გართულებები: ყველაზე ხშირია მეორეული ბაქტერიული ინფექციის თანდართვა. ასევე, შუა ყურის მწვავე ანთება, სინუსიტი, ბრონქიტი, პნევმონია, ასთმა და ფქოდ-ის გართულება.

რინოსინუსიტი-ცხვირის და მისი დანამატი წიაღების სიმპტომური ანთებაა. მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ: მწვავე (4 კვირაზე ნაკლები), ქვემწვავე (4-12 კვირა), ქრონიკულ (12 კვირაზე მეტი) ფორმებს.

რინოსინუსიტის სიმპტომები: ცხვირის ღრუს ობსტრუქცია და სუნთქვის გაძნელება, ნიჟარების შეშუპება, უხვი ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი ცხვირის ღრუში და ცხვირხახაში, ტკივილი და ზეწოლა სახის მიდამოში, „თასმის შეკვრის სინდრომი“, ცხელება და სუსტი ხველა, ყნოსვის დაქვეითება ან გაქრობა (ჰიპოსმია ან ანოსმია), ზედა ყბის ტკივილი, ყურში სისავსის და წნევის შეგრძნება.

მკურნალობა:

(მოწოდებულია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პროტოკოლით)

  • ანტიმიკრობული თერაპია
  • ინტრანაზალური ირიგაცია სალინით, ჰიპერტონული ან ფიზიოლოგიური ხსნარებით
  • ინტრანაზალური სტეროიდები (უპირატესად ალერგიულ პაციენტებთან
  • სიმპტომურად: ანალგეტიკები, ვაზოპრესორები, სიცხის დამწევი პრეპარატები

რინოაირი-ნებისმიერი გენეზის რინიტის სამკურნალო უსაფრთხო კომბინაცია, რომელიც არ იწვევს მიჩვევას და დამოკიდებულებას.

შემადგენლობა:

  • N-აცეტილცისტეინი
  • 3% ჰიპერტონული ხსნარი
  • MSM-მეთილსულფონილმეთანი
  • რესვერატროლი
  • ბეტა-გლუკანები

კომბინირებული ნაზალური სპრეი სხვადასხვა გენეზის რინიტის და სინუსიტის დროს არსებული სიმპტომების მოსახსნელად.

ნაზალური სტეროიდების და დეკონგენსანტების ეფექტური ალტერნატივა.

მაქსიმალური უსაფრთხოება ხანგრძლივ თერაპიაში.

გვერდითი ეფექტების (წვა, სიმშრალე, ატროფია) პრაქტიკული არარსებობა.

რინოაირში შემავალი აცეტილცისტეინი შლის სქელ ლორწოვან-ჩირქოვან გამონადენს და აღადგენს ცხვირით სუნთქვას.

კვლევებით დასტურდება, რომ 3%-იანი ჰიპერტონული ხსნარის გამოყენება რინიტების დროს გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური ხსნარის.

ჰიპერტონული ხსნარი აუმჯობესებს ცხვირის ლორწოვანის მუკო-ცილიარულ კლირენსს და ხელს უწყობს ცხვირის გამორეცხვას.

ახდენს ცხვირის და მისი დანამატი წიაღების ირიგაციას და ამცირებს ანთებითი პროცესების განვითარების რისკს.

ჰიპერტონულ ხსნარს გამოაქვს ჭარბი სითხე შეშუპებული ზონიდან და ობსტრუქციის მოხსნით აღადგენს ცხვირის გამავლობას.

ქრონიკული სინუსიტის მქონე პაციენტებში ჰიპერტონული ხსნარის ყოველდღიური გამოყენება აუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხის ინდექსს (QOL).

მიღების წესი და დოზირება:

გამოყენების წინ აუცილებელია შენჯღრევა!

  • ბავშვები 3 წლიდან -1 შესხურება ორივე ნესტოში 2-3 ჯერ დღეში
  • მოზრდილები: 2 შესხურება ორივე ნესტოში 3-ჯერ დღეში
  • 3 წლამდე ბავშვებში და ორსულობის დროს ინიშნება ექიმის რეკომენდაციით
  • მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია.

გახსნილი ფლაკონი ვარგისია 28 დღის განმავლობაში

გამოშვების ფორმა:

50 მლ ბოთლი ნაზალური დისპენსერით

მწარმოებელი: Shedir Pharma-იტალია