ვაგინიტი საშოს ანთებაა, რომელიც იწვევს გამონადენს, ქავილს და ტკივილს.
ხშირი მიზეზებია ვაგინალური მიკროფლორის ბალანსის დარღვევა და ინფექცია.
ვაგინიტი გავრცელებული გინეკოლოგიური პრობლემაა, რომელიც ქალს ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაემართოს. აღსანიშნავია, რომ ქალების ერთ მესამედს სიცოცხლის განმავლობაში ვაგინიტის ერთი ფორმა მაინც ემართებათ.
ვაგინიტის სიმპტომებია:
ბაქტერიული ვაგინოზი :
ზრდასრული ჯანმრთელი ქალის საშოს მიკროფლორის 90%-ს შეადგენს ლაქტობაქტერიები (დოდერლეინის ჩხირები). მათ კვებავს გლიკოგენი – შაქარი, რომელიც ლაქტობაქტერიების მოქმედებით გარდაიქმნება რძის მჟავად. რძის მჟავა განაპირობებს საშოს ბუნებრივ მჟავე არეს, რომელიც სხვადასხვა სახეობის გარედან შემოსული მიკრობებისთვის დამღუპველია.დისბაქტერიოზის დროს ლაქტობაქტერიების რაოდენობა მკევთრად ქვეითდება, იცვლება საშოს მჟავიანობა და პათოგენური მიკროორგანიზმებისთვის იქმნება გამრავლების ხელსაყრელი არე, და მათი ცხოველმოქმედების პროდუქტები უფრო მეტად თრგუნავენ ლაქტობაქტერიების ზრდას.ბაქტერიული ვაგინოზისსაშიშროება იმაში გამოიხატება, რომ ისგზასუხსნის სხვა დაავადების გამომწვევმიკროორგანიზმებს და შეიძლება განვითარდეს საშვილოსნოს კედლისა და ყელის ანთება.ბაქტერიული ვაგინოზი სქესობრვი გზით არ გადაეცემა,მაგრამ ზრდის სხვადასხვა სქესობრივად გადამდები დაავადებების განვითარების რისკს.
ვაგინალური კანდიდოზი
ვითარდება კანდიდა ალბიკანსის ჭარბი ზრდის შედეგად.ცნობილია კანდიდას
80-ამდე სახეობა, თუმცა ადამიანის დაავადება მათგან მხოლოდ 10-ს შეუძლია.
კანდიდა ადამიანისთვის პირობითპათოგენური სოკოა - დაავადების განვითარება ბევრად არის დამოკიდებული იმუნიტეტის მდგომარეობაზე. დასუსტებულ ადამიანს შესაძლოა განუვითარდეს გენერალიზებული კანდიდოზი. არცთუ იშვიათია ვაგინალური კანდიდოზის სხვა ინფექციასთან შერწყმა.არ მიეკუთვნება სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს,თუმცა ხშირად არის მათი მარკერი.
კვლევებით დადგენილია, რომ ქალების 75%-ს ცხოვრების რომელიმე ეტაპზე სოკოვანი ინფექცია ერთხელ მაინც უმწვავდება, 40-45%-ში კი დაავადება ორჯერ და მეტად იჩენს თავს.
ექიმი ადგენს ვაგინიტის დიაგნოზს ვაგინალური დათვალიერებისა და ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე.
საშოსმიკროფლორისნორმალიზება შეუძლია მხოლოდ კომპლექსურ მკურნალობას რომელიც მოიცავს:
საშოში არსებული ბაქტერიების გამოდევნას ან მოშორებას,
საშოს ნორმალური მიკროფლორის აღდგენას,
საშოს კედლის იმუნიტეტის აღდგენას იმისთვის, რომ „აკონტროლოს“ საკუთარი ვაგინალური მიკროფლორა.
ქალბატონების მიერ ვაგინალური შხაპის გამოყენება უძველესი დროიდან არის ცნობილი,
უძველეს დროში გამოიყენებოდა სხვადასხვა საშუალებები:ნიორი და ღვინო(აღწერილია ჩწა 1500 ძველეგვიპტურ პაპირუსებში),განზავებული ძმარი(რეკლამირდებოდა აშშ-ში XX საუკუნის დასაწყისში),წყალი და ძმარი...
თანამედროვე ფარმაკოლოგიამ მიაღწია ისეთ პროგრესს,რომ შესაძლებელი გახდა მზა ფორმის პოლიკომპონენტური ვაგინალური შხაპების წარმოება.კომბინირებულ შხაპებს აქვთ მთელი რიგი უპირატესობები: რამოდენიმე მოლეკულის თანხვედრა საშუალებას იძლევა შემცირდეს თითოეული მათგანის დოზა,რაც ამცირებს მათ გვერდით მოვლენებსაც. გარდა ამისა ხდება ნატურალური და სინთეტური ინგრედიენტების შერწყმა მათი ურთიერთგაძლიერებისათვის და ზოგადი ეფექტის გასაუმჯობესებლად.
დრიაჯინ - ვაგინალური შხაპი ,რომლის შემადგენლობაში შედის ჩის ხის ზეთი,
β გლიცირიზინის მჟავა,ჰიდროგენიზებული აბუსლათინის ზეთი,რძემჟავა და ჰიალურონის მჟავა.
დრეაგინს გააჩნია ანტიბაქტერიული,ანტივირუსული,იმუნომოდულირებადი და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება,ატენიანებს საშოს ლორწოვანს და აღადგენს ვაგინალურ მიკროფლორას.
დრეაგინი:საიმედო დაცვა სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციებისაგან!