მთავარი
ბლოგები

ლარინგოფარინგეალური რეფლუქსი

picture

ლარინგოფარინგეალური რეფლუქსი

თუ შეამჩნევთ, რომ პერიოდულად მტკივნეული ხდება ყლაპვა, ყელში გაქვთ მწარე გემოს და ,,უცხო სხეულის ‘’ შეგრძნება; შეგეცვალათ ხმის ტემბრი, გიჭირს ყლავა, სუნთქვა. შესაძლოა ეს ყველაფერი ხორხის ლორწოვანი გარსის ანთების შედეგი იყოს, რომელიც კუჭის წვენის საყლაპავში რეფლუქსით არის გამოწვეული. ხმის ჩახლეჩის, ყლაპვის გაძნელებისა და ქრონიკული ხველის მიზეზი 50% შემთხვევაში სწორედ ლარინგო ფარინგეალური რეფლუქსია.

რა იწვევს ლარინგოფარინგეალურ რეფლუქსს?

როდესაც ჩვენ ვყლაპავთ საკვებს საყლაპავის გავლით იგი გადადის კუჭში, რასაც აკონტროლებს საყლაპავის ქვედა სპინქტერი. იგი იღება ყლაპვისას, რათა საკვები მოხვდეს კუჭში და იხურება იმისთვის რომ კუჭის მჟავე წვენი არ ამოვიდეს საყლაპავში. თუმცა რიგი მდგომარეობების დროს ვთარდება სპინქტერის უკმარისობა და ხდება კუჭის მჟავე წვენის რეფლუქსი, რაც აზიანებს საყლაპავის, ხახისა და ხორხის ლორწოვან გარსს.

ვის შეიძლება განუვითარდეს ლარინგოფარინგეალური რეფლუქსი?

ნებისმიერ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს ლარინგოფარინგეალური რეფლუქსი, თუმცაღა გარკვეული მდგომარეობა და ჩვევები უფრო მიდრეკილს გვხდის ზოგიერთ ჩვენგანს დაავადებისადმი, ესენია:

● არაჯანსაღი კვება
● ზედმეტად მოჭერილი ტანსაცმლის ტარება
● ჭარბი წონა
● სტრესი

მკურნალობის გარეშე ლარინგოფარინგეალურმა რეფლუქსმა შეიძლება გამოიწვიოს ყელის ქრონიკული ტკივილი, ქრონიკული ხმის ჩახლეჩა და ქრონიკული ხველა. ამ უსიამოვნებების გარდა, არსებობს კავშირი რეფლუქსსა და ყელის სიმსივნეებს შორის.

თუმცა, კარგი ამბავის ის არის, რომ ლარინგოფარინგეალური რეფლუქსის მკურნალობა შესაძლებელია. პირველ რიგში აუცილებელია ცხოვრების სტილისა და კვების რეჟიმის შეცვლა, რაც მოიცავს:

● წონის კლებას
● მცირე ულუფებით კვებას
● ალკოჰოლის, ნიკოტინის და კოფეინის აკრძალვას
● დაწოლამდე 2 საათით ადრე არ ჭამას
● მაღალ სასთუმალზე ძილის

გარდა ამისა მის სამკურნალოდ გამოიყენება მედიკამენტები:
● პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
● H2 ჰისტამინო რეცეპტორების ბლოკერები
● ანტაციდები

კიდევ ერთი კარგი ამბავი არის ის, რომ უკვე ქართულ ბაზარზე გამოჩნდა ინოვაციური შემადგნელობის ანტაციდი - მარიალი, რომელიც გასტროეზოფაგურ რეფლუქსთან ერთად წარმატებით გამოიყენება ლარინგოფარინგეალური რეფლუქსის სამკურნალოდ.

მარიალში შემაგდენლობაში შედის მაგნიუმის ალგინატი, რომელიც ბოჭავს წყალბადის იონებს, ქმნის ბარიერულ დამცავ გარსს ლორზოვან გარსზე.
ტარას და ქსანტანის ფისი ამოეფინება საყლაპავისა და კუჭის ლორწოვან გარსს და იცავს დაზიანებისაგან.
ჰიალურონის მჟავა და ჰიდროლიზური კერატინი აღადგენს დაზიანებულ ლორწოვანს.
მარიალი არ შეიცავს გლუტენს, ლაქტოზას, GMO!
უსაფრთხოა ბავშვებისა და ორსულებისთვის.