წამყვანი კლინიკური კვლევების მონაცემების მიხედვით, ორსულთა 70-80%-ს ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი აღენიშნება, ამ დროს საფრთხე ექმნება როგორც დედის, ასევე ჩვილის ჯანმრთელობასაც.
მომავალი დედის საკვებში ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა უარყოფითად აისახება ნაყოფის განვითარებაზე. სადღეისოდ არსებული მონაცემები ადასტურებს, რომ მუცლადმყოფი ბავშვის კვების დარღვევა ზრდის მომავალში მრავალი დაავადების განვითარების რისკს. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია სპეციალური ვიტამინურ-მინერალური კომპლექსების მიღებით. მედიკოსები გვირჩევენ, ვიტამინურ-მინერალური კომპლექსების მიღება გავაგრძელოთ ორსულობის ბოლომდე და ძუძუთი კვების დროსაც კი.
რომელი ვიტამინები და მიკროელემენტებია აუცილებელი ორსულისთვის?
ფოლიუმის მჟავა 50-70%-ით ამცირებს ნერვული ღეროს დეფექტების განვითარების რისკს.
ვიტამინი D3 ახდენს ნაყოფის ხრტილოვანი და ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებას და ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის განვითარებას,აუცილებელია ოსტეოგენეზის და ძვლების მინერალიზაციისთვის,ძვლოვანი სისტემის დეფორმაციების გარდა მის დეფიციტს უკავშირებენ ნაადრევ მშობიარობას, ნაყოფის ზრდაში ჩამორჩენას, პრეეკლამფსიასა თუ სხვა პათოლოგიურ მდგომარეობებსაც.
რკინა აუცილებელი ელემენტია ნაყოფის მოტორული ან მენტალური ფუნქციის ნორმალური განვითარებისათვის,რკინადეფიციტური ანემია ორსულობის პერიოდში ასოცირებულია ნაყოფის ზრდის შეფერხებისა და ნაადრევი მშობიარობის რისკებთან. რკინა ხელს უწყობს ნაყოფის მასის განვითარებას .
B ჯგუფის ვიტამინები ამცირებენ ტოქსიკოზს და ჰიპოტონიას,ხელს უწყობენ ნაყოფის ზრდა-განვითარებას, მონაწილეობენ ნაყოფის ჩონჩხის კუნთების და ნერვული სისტემის ჩამოყალიბებაში.
ომეგა 3 DHA თამაშობს მნიშვნელოვან როლს ნაყოფის თავის ტვინის, მხედველობის, იმუნური და ნერვული სისტემების განვითარებაში.
ვიტამინი E ავლენს გამოხატულ დადებით ზემოქმედებას ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობაზე, უზრუნველყოფს ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ნორმალურ ჰორმონულ მეტაბოლიზმს,მონაწილეობს ნაყოფის სისხლის უჯრედების ფორმირებაში,აუმჯობესებს ერითროპოეზს და ჰემის სინთეზს.
ვიტამინი C ხელს უწყობს პლაცენტის ჩამოყალიბებას,არეგულირებს ნაყოფის ხრტილოვანო და ძვლოვანი ქსოვილის განვითარებას და ნერვული სისტემის ჩამოყალიბებას.
თუთია აუცილებელია ნაყოფის ჩონჩხის ნორმალური ფორმირებისათვის, ამცირებს მუცლადყოფნის პერიოდში ანომალიების განვითარების საშიშროებას.
სპილენძი მონაწილეობს ნაყოფის ჰემოგლობინის სინთეზში ,კანის,თმის და ფრჩხილების ფორმირებაში.
იოდი ნაყოფში აღმოფხვრის თავის ტვინის და საყრდენ - მამოძრავებელი სისტემის შეუქცევად დაზიანებებს.
მულტიფოლიკო DHA –სრულყოფილი პრენატალური ფორმულა,
ორსულობასა და ლაქტაციის პერიოდში RDA-ით მოწოდებული დღიური დოზების შემცველობის ვიტამინების,მინერალების,მიკროელემენტების კომპლექსი,ლუთეინთან, ომეგა 3 და პრობიოტიკთან ერთად,რომელიც ხელს უწყობს ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობას და ნაყოფის სრულფასოვან განვითარებას.