გზა უკეთესი ჯანმრთელობისკენ

ჩვენს შესახებ

SAF FARMA არის ფარმაცევტული მარკეტინგული კომპანია, რომელიც ჩამოყალიბდა აზერბაიჯანში 2004 წელს. გუნდის წარმატებული მუშაობის შედეგად, კომპანია მალევე გაფართოვდა და მოიცვა ქვეყნის ყველა რეგიონი. კომპანიის ინტენსიურმა განვითარებამ განაპირობა მისი საქმიანობის გასვლა საზღვრებს გარეთ - საქართველოში, უკრაინასა და უზბეკეთში. 2015 წლიდან SAF FARMA -ს გუნდის წევრი გახდა SAF FARMA GEORGIA. რომელიც მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით და მოიცავს შემდეგ დარგებს: ოფთალმოლოგია, თერაპია, ნევროლოგია, გინეკოლოგია, პედიატრია და ა.შ. საქართველოს ფარმაკოლოგიურ ბაზარს კომპანია SAF FARMA GEORGIA უზრუნველყოფს ინოვაციური ტექონოლოგიებით, გამორჩეული კომბინაციისა და მაღალი ხარისხის მედიკამენტებით. კომპანია მონაწილეობას იღებს სამეცნიერო კონფრენციებში, მუდმივად მზად არის ხელი შეუწყოს და დაეხმაროს ექიმებს პროფესიულ განვითარებასა და მნიშნელოვანი სამედიცინო თუ სამეცნიერო პროექტების განხორციელებაში. კომპანია ზრუნავს თანამშრომლების მუდმივ პროფესიულ ზრდაზე, განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებაზე. Saf Farma Georgia მუდმივად ცდილობს იყოს წარმატებული ფარმაცევტული კომპანია, რომელიც გვთავაზობს გზას უკეთესი ჯანმრთელობისკენ!

picture

კომპანიას აქვს მიზანი, ჯანსაღი ამბიცია და შესაძლებლობა უზრუნველყოს ქართული ფარმაცევტული ბაზარი ხარისხიანი და ინოვაციური მედიკამენტებით, მოიპოვოს მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და შექმნას წარმატებული ბიზნესის მოდელი. მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და შემოქმედებითი მიდგომით მოახდინოს კომპანიის ღირებულებების გატარება, გაიზარდოს სეგმენტურად და მოახდინოს კაპიტალის სტაბილური ზრდა, რაც შესაძლებლობას მისცემს დაიკავოს წამყვანი ადგილი ფარმაცევტულ სფეროში.

picture

გუნდური მუშაობა


კომპანიის გუნდი შედგება დამწყები და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი კადრებისგან. თითოეული გუნდის წევრი ორიენტირებული და მოტივირებულია წარმატებაზე. ჩვენ ერთად ვმუშაობთ საერთო მიზნების მისაღწევად

ადამიანური ურთიერთობები


კომპანიას ინდივიდუალური მიდგომა აქვს თითოეულ მომხმარებელთან, პარტნიორთან და მომწოდებელთან. ასეთი მიდგომა ეფუძნება ღირსების, თანასწორობის და ნდობის უმაღლეს სტანდარტებს. კომპანიის ინტერესია თანამშრომლების კმაყოფილება - კმაყოფილი თანამშრომელი განსაზღვრავს მის წარმატებას.

პასუხისმგებლობა


მნიშვნელოვანი ღირებულებაა კომპანიისთვის, რომელიც სრულად უზრუნველყოფს და ხსნის გზას წარმატებისკენ. თითოეული თანამშრომელი უდიდესი პასუხიმგებლობით ეკიდება დაკისრებულ ვალდებულებას

ეფექტურობა


კომპანიის ინტერესს წარმოადგენს მოკლე დროში, ნაკლები დანახარჯებით და ხარისხიანად შესრულდეს დაკისრებული სამუშაო, რისთვისაც მუდმივად ხდება თანამშრომლების ზრდა-განვითარებაზე მუშაობა .

ხარისხი


აღსანიშნავია, რომ კომპანია ორიენტირებულია მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქციის იმპორტზე, რაც გამოარჩევს მას ბაზარზე. კეთილსინდისიერება, მომხმარებელთა მოთხოვნილებებთან მაქსიმალური შესაბამისობა და თითოეული ადამიანის ჯანმრთელობაზე ორიენტირება წარმოადგენს ჩვენი კომპანიის წარმატების მთავარ ფაქტორებს.

picture

თანამშრომლის აყვანამდე აუცილებელია ზუსტად განისაზღვროს ვაკანტური პოზიციის მიზანი, ფუნქციები, მოვალეობები და კანდიდატის პასუხისმგებლობის არეალი

    • სქესი და ასაკი - ყველაზე ხშირად, გარკვეული პოზიცია  მოითხოვს  გარკვეული ასაკისა და სქესის თანამშრომელს; 

    • დემოგრაფიული კრიტერიუმები -ზოგჯერ მნიშვნელოვანია კანდიდატის საცხოვრებელი ადგილი, ოჯახური მდგომარეობა;

    • განათლება- მნიშვნელოვანია კანდიდატს ჰქონდეს სპეციალური განათლება, გამოცდილების მიუხედავად; 

    • სამუშაო გამოცდილება იმ თანამდებობაზე, რომელზეც კანდიდატი მიმართავს;

    • ფსიქოლოგიური კრიტერიუმი-აჩვენებს მომავალი თანამშრომლის კონფლიქტის დონეს, მისი ინტელექტის დონეს, ლიდერის როლის ხარისხს;

    • პოტენციური შესაძლებლობები- რამდენად ერგება კანდიდატი ვაკანსიას და შეძლებს თუ არა თავი გაართვას დაკისრებულ ამოცანებს, რამდენად გააჩნია სწრაფი და ეფექტური მუშაობის უნარი;

    • მოტივაცია - საქმიანობის კონკრეტულ სფეროში მოღვაწეობის სტაბილური სურვილის არსებობა;

  • პუნქტუალობა, დისციპლინა, პასუხისმგებლობა,დეტალებზე ორიენტირება;

უნდა მოხდეს რამდენიმე კანდიდატს შორის საუკეთესოს არჩევა.

გაკეთდეს შეფასება რამდენად საიმედო და სტაბილური დასაყრდენი იქნება შერჩეული კადრი ორგანიზაციისათვის.

ბლოგები

picture

მშრალი თვალის დაავადება

თვალის ზედაპირის პრობლემები პირველ ადგილზე დგას ოფთალმოლოგთან მიმართვიანობის სიხშირით, მათ შორის პრევალირებს მშრალი თვალის დაავადება(მთდ).

picture

რინიტი

რინიტი ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებაა და მიეკუთვნება ზედა სასუნთქი გზების დაავადებებს.

ხშირად დასმული კითხვები