ნექსტალ გელი წარმოადგენს ყველაზე მაღალ კონცენტრირებულ დამატენიანებელს საქართველოს ბაზარზე, არის ბლანტი სტრუქტურის , რაც უზრუნველყოფს თვალის ლორწოვანის ხანგრძლივ და ღრმა დატენიანებას, დღის განმავლობაში ჩაწვეთების სიხშირე შემცირებულია, რაც წარმოაჩენს მის უპირატესობას და ფარმაკოეკონომიურობას. ნექსტალ გელის სრულყოფილი შემადგენლობა ( დამატენიანებელი კომპონენტისა და ამინომჟავების კომბინაცია ) უზრუნველყოფს თვალის ლორწოვანის სწრაფ რეგენერაციას , მაღალ ეფექტურობას და კომფორტულობას. დასაშვებია ლინზაზე გამოსაყენებლად.
DROPMILL - დროფმილი წარმოადგენს სამმაგი მოქმედების , უკონსერვანტო თვალის წვეთს, მისი გამორჩეული შემადგენლობიდან გამომდინარე ეძლევა პირდაპირი რეკომენდაცია გამოყენებულ იქნას კონპიუტერულ - მხედველობითი სინდრომის დროს.
1.ვიტამინიზირებული:
( მოცვის და ასკილის ანტიოქსიდანტური მოქმედება დაგეხმარებათ თვალის დაღლილობის, მხედველობის გაორების პრობლემის მოგვარებაში, ხსნის სიმშრალისგან გამოწვეულ, ქუთუთოს გაძლიერებულ ხამხამს , რაც ხშირად შეინიშნება ბავშვთა ასაკში )
2.ძლიერი დატენიანება და აღდგენა
(დროფმილის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები - ჰიპრომელოზა და ჰიალურონის მჟავა უზრუნველყოფენ თვალის საცრემლე აპკის ოპტიკური მახასიათებლების აღდგენას, ლორწოვანი გარსის სწრაფ რეგენერაციას, თვალში წვის და უცხო სხეულის შეგრძნების აღმოფხვრას)
3.ანტისეპტიკური მოქმედება:
(გვირილა , ალოე, ბორის მჟავა - აღნიშნული კომპონენტების ხარჯზე დროფმილს გააჩნია გამოხატული ანტისეპტიკური მოქმედება. თავიდან აგარიდებთ თვალის ინფიცირების რისკს, მოგიხსნით სიწითლეს, გაღიზიანებას , წვის და ქავილის შეგრძნებას.
1 წვეთი 3-4 ჯერ დღეში თითოეულ თვალში ჩასაწვეთებლად.
დასაშვებია ნებისმიერ ასაკში
ლაკრისეკ პლუსი გამოირჩევა კომპლექსური და გამორჩეული შემადგენლობით. მასში შემავალი ნანოტექნოლოგიური ლიპოსომები, ზუსტად ასახავენ დაზიანებული უჯრედის კედლის ფოსფოლიპიდების სტრუქტურას, აქვთ უნარი სწრაფად აღადგინონ საცრემლე აპკის ლიპიდური ფენა მისი დაზიანების შემთხვევაში.
ვიტამინი A
წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს
აქვს დამამშვიდებელი და დამატენიანებელი ეფექტი
მონაწილეობს თვალის ზედაპირის ლორწოვანი გარსის ეფექტური ბარიერის ჩამოყალიბებაში; ამცირებს თვალის ინფექციების განვითარების რისკსს
ხელს უწყობს სწრაფ ეპითელიზაციას და თვალის გარსის მთლიანობის აღდგენას
ვიტამინი E — წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტურ საშუალებას.მას აქვს უნარი დაიცვას თვალის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულები თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისგან.
ამინომჟავები - წარმოადგენს რა საშენ მასალას ნებისმიერი ქსოვილისთვის , უზრუნველყოფს დაზიანებული საცრემლე აპკის და სტრუქტურული ერთეულების სწრაფ აღდგენას.
ლაკრისეკ პლუსში შემავალი ყველა ეს კომპონენტი უზრუნველყოფს სწრაფ ეპითელიზაციას, თვალის გარსის მთლიანობის სწრაფ და ეფექტურ აღდგენას.
ალერგიული კონიუქტივიტის დროს უპირატესობა ენიჭება ანტიჰისტამინურ თვალის წვეთებს. პატადინ პლიუსი ( ოლოპატადინი ) თავისი მოქმედებიდან გამომდინარე ( ჰისტამინო1 რეცეპტორების ბლოკერი+მემბრანოსტაბილიზატორი), ხასიათდება სწრაფი მოქმედებით და ახდენს სიმპტომების( თვალის წვა, სიწითლე, გაძლიერებული ცრემლდენა ) კუპირებას ხანმოკლე დროში. გარდა ამისა , წარმოადგენს მაღალ კონცენტრირებულ წვეთს, სრულიად საკმარისია მისი ჩაწვეთება დღის განმავლობაში მხოლოდ 1-ჯერ , რაც ძალიან კომფორტულს და ფარმაკოეკონომიურს ხდის მის გამოყენებას.
ტაურეტინა - ძლიერი ანტიოქსიდანტური ნივთიერებების და მიკროელემენტების კომპლექსი, რომელიც აუცილებელია როგორც უშუალოდ თვალისთვის, ასევე ზოგადად ორგანიზმისთვის. ტაურეტინა არ წარმოადგენს ფართოდ გავრცელებულ ვიტამინების კომპლექსს, გააჩნია სრულიად განსხვავებული შემადგენლობა. არ იწვევს წონის მატებას, რაც დიდ უპირატესობას წარმოადგენს
იმის გათვალისწინებით, რომ დიაბეტიან პაციენტებში სრულიად დარღვეულია ნივთიერებათა ცვლა, გლუკოზის ცვლა, დაზიანებულია სისხლძარღვთა კედლები, შემცირებულია თვალის პიგმენტების (ლუთეინის და ზეაქსანტინის) კონცენტრაცია.დაქვეითებულია მხედველობა , დათრგუნულია ანტიოქსიდანტური სისტემის მუშაობა და იმატებს ოქსიდაციური სტრესი ,რაც თავის მხრივ კიდევ უფრო ართულებს პაციენტის მდგომარეობას. აუცილებელია, ძლიერი ანტიოქსიდანტური კომპონენტების შემცველი მედიკამენტის მიღება, ტაურეტინა კი სწორედ ასეთ კომპლექსს წარმოადგენს. აღსანიშნავია, ტაურეტინაში შემავალი ლუთეინის და ზეაქსანტინის კონცენტრაცია, რომელიც მოწოდებულია ოპტიმალური დღიური დოზით.
დიაბეტიან პაციენტებში შემცირებულია ორგანიზმის გამძლეობა ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების მიმართ . ტაურეტინაში შემავალი თუთია წარმოადგენს ერთ-ერთ ძლიერ იმუნომოდულატორს , რომელიც ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ამა თუ იმ ინფექციის მიმართ.
ტაურეტინა გამორჩეულია თავისი უნიკალური შემადგენლობით და გარანტირებულად აუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას საწყისი მაკულოდისტროფიების და რეტინოპათიების დროს. წარმოადგენს მჟავა გამძლე კაფსულას, არ იწვევს კუჭის ლორწოვანის გაღიზიანებას. უანალოგოა ცალკეული კომპონენტური შემადგენლობით და ღირებულებით.
გლაუკომის მკურნალობისას ხდება ანტიგლაუკომატოზური წვეთების მუდმივი გამოყენება, ზოგჯერ რამდენიმე წამლის კომბინაციით. როგორც აქტიურმა ნივთიერებამ, ასევე მასთან დაკავშირებულმა კომპონენტებმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედონ საცრემლე აპკსა და თვალის ლორწოვან ზედაპირზე და გამოიწვიონ მშრალი თვალის სინდრომის (DES) ჩამოყალიბება. იმ მედიკამენტების ჩამონათვალში, რომლებსაც შეუძლიათ DES– ის სიმპტომების გამოწვევა ან გაუარესება, ანტიგლაუკომატოზური წვეთების თითქმის ყველა ჯგუფი შედის . ამავდროულად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება კომპონენტს, რომელიც DES– ის განვითარებასთან ყველაზე მჭიდრო კავშირშია, მას კონსერვანტს უწოდებენ ( კონსერვანტი იცავს ხსნარს მიკრობული დაბინძურებისგან)
კოსომიდოლი წარმოადგენს პირველ ანტიგლაუკომატოზურ, კომბინირებულ წვეთს დამატენიანებელი კომპონენტით და ჟანგვითი (არატოქსიური ) ტიპის კონსერვანტით. შემადგენელი კომპონენტებიდან გამომდინარე, ნაკლებად იწვევს თვალის ლორწოვანი ზედაპირის გაღიზიანებას და დამატებითი დისკომფორტის გაჩენას, რაც თვალის სიმშრალის სიმპტომებს შესაძლოა უკავშირდებოდეს.
ჰიპრომელოზა - წარმოადგენს რქოვანას ძლიერ პროტექტორს, ახდენს დამატენიანებელ და დამამშვიდებელ მოქმედებას, ხელს უწყობს ცრემლის აპკის ოპტიკური მახასიათებლების აღდგენას, სტაბილურობას და წარმოწმნას.
ნატრიუმის პერბორატი - არის ჟანგვითი ტიპის კონსერვანტი, რომელიც ცვლის ცილების სინთეზს ბაქტერიულ უჯრედებში ჟანგვითი მექანიზმების საშუალებით. თვალთან კონტაქტის შემთხვევაში, ცრემლში არსებული ფერმენტები (კატალაზა) შლიან კონსერვანტს და აუვნებელყოფენ მის ტოქსიურ მოქმედებას ლორწოვანზე.
ბეტა- ციკლოდექსტრინი - ციკლური ოლიგოსაქარიდი,რომელიც ანიჭებს ხსნარს სტაბილურობას. აქტიურად გამოიყენება ფარმაციაში. ციკლოდექსტრინი ასევე აძლიერებს მედიკამენტის შეღწევადობას ლორწოვანზე. ისინი იწვევენ დიდ ინტერესს არატოქსიური თვისებების გამო