მთავარი
  • picture

Kronofer ქრონოფერი

ელემენტარული რკინა 30 მგ (რკინის ბისგლიცინატი, რკინის სულფატი, რკინის პიროფოსფატი)

ასკორბინის მჟავა 70 მგ.

რკინის ბისგლიცინატი წარმოადგენს რკინის ამინომჟავის ხელატს, იგი წარმოიქმნება ორვალენტიანი რკინის  და  გლიცინის ამინომჟავის 2 მოლეკულას შორის რეაქციის შედეგად.

რკინის ბისგლიცინატის იონები ნეიტრალიზდება გლიცინით, რაც ნიშნავს იმას რომ რკინის ხელატის უარყოფითი რეაქცია ორგანიზმზე ნაკლებია,მჟავური ეფექტი დაბალია, ხოლო ლორწოვანზე ზემოქმედება უფრო რბილია(ანუ არ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ლორწოვანს). გლიცინის და რკინის ხელატის იონების მჭიდრო კავშირი საშუალებას იძლევა თავიდან იყოს აცილებული რკინის რეაქცია საკვებში შემავალ იმ ნივთიერებების მიმართ, რომლებსაც შეუძლიათ რკინის შეწოვის დაქვეითება, როგორც სხვა რკინების შემთხვევაში ხდება.

ბიოშეღწევადობა 75%–ით (3–4ჯერ) აღემატება  რკინის სხვა ფორმების ბიოშეღწევადობას. არ გააჩნია არასასურველ გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ  და არ ქმნის საფრთხეს დოზის გადაჭარბებით მიღებისას

რკინის ბისგლიცინატი სხვა რკინებთან შედარებით უკეთ აუმჯობესებს ჰემოგლობინის შეწოვას ,შენახვას და ამაღლებას 

რკინის სულფატი:

ავსებს ორგანიზმში რკინის დეფიციტს ჰემოპოეზური მოქმედების მოხდენით. უზრუნველყოფს რკინის შემცველი მეტაბოლიტების სინთეზს. მიკროდიალიზურ გრანულებში C ვიტამინთან კომბინაციაში რკინის არსებობა აუმჯობესებს იონიზირებული რკინის შეწოვას და ათვისებას, ახდენს მისი პროოქსიდური მოქმედების პრევენციას, ხელს უწყობს ცილების კარგად ათვისებას.

პერორალური მიღების შემდეგ, რკინის სულფატი შეიწოვება ძირითადად თორმეტგოჯა ნაწლავიდან და წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილიდან. რკინის დეფიციტისას მისი ბიოშეღწევდობა იზრდება. სისხლში რკინის მაღალი შემცველობა ამცირებს შეწოვას.

შეწოვა ხდება რკინის  დეფიციტის ხარისხის პროპორციულად:
დეფიციტით - 10-30%, დეფიციტის არარსებობის შემთხვევაში - 5-15%

II ვალენტიანი რკინის იონების პროლონგირებული გამონთავისუფლება ტაბლეტებიდან ხელს უშლის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში რკინის იონების კონცენტრაციის არასასურველ მომატებას და მის გამაღიზიანებელ მოქმედებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსზე.

 

რკინის პიროფოსფატი

ფოსფოლიპიდური მემბრანის შიგნით მდებარეობს.ეს მემბრანები ადამიანის უჯრდების მემბრანების მსგავსია.გააჩნია მაღალი ბიოშეღწევადობა და ნაკლები გვერდითი მოვლენები. 

რკინის პიროფოსფატი ჩანაცვლებითი რკინაა. თავისუფალ რკინას აქვს გვერდითი მოვლენები, რადგან შეიძლება თავისუფალი რადიკალების და ლიპიდების პეროქსიდირების კატალიზება და რკინის პლაზმასთან ურთიერთქმედება  გამოიწვიოს, პიროფოსფატის შემთხვევაში ეს ყველაფერი მინიმუმამდეა დაყვანილი. რკინის პიროფოსფატი აღწევს კუჭის წვენის მჟავოვან ბარიერში და მიზნამდე თითქმის შეუცვლელი სახით მიდის.

ცნობილია როგორც ტრიგერი, რომელიც იწვევს რკინის გათავისუფლებას ტრანსფერინიდან, ხელს უწყობს რკინის ტრანსპორტს ტრანსფერინიდან ფერიტინში და იწვევს რკინის გაცვლას ტრანსფერინის მოლეკულებს შორის.

ასკორბინის მჟავა - ზრდის რკინის შეწოვას, ასკორბინის მჟავას საშუალებით ხდება სამვალენტიანი იონური რკინის გარდაქმნა ორგანიზმისთვის უფრო იოლად შესათვისებელ ორვალენტიან რკინად

მონაწილეობს მეტაბოლურ პროცესებში; აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას; აუმჯობესებს კალცისა და რკინის ათვისებას; მთავარ როლს თამაშობს კოლაგენის ჩამოყალიბებაში, რომელიც აუცილებელია ქსოვილების აღდგენისათვის.

ვიტამინი C-ს ბიოლოგიური მოთხოვნილებაა 90 მგ დღეში, ორსულებსა და მეძუძურებში 10-30 მგ-ით მეტი. 

 

    ჩვენებები:

● რკინადეფიციტური ანემია;
● რკინის ლატენტური დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
● რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკა და მკურნალობა ორსულობის დროს;
● რკინაზე გაძლიერებული მოთხოვნის პერიოდი(ინტენსიური ზრდის პერიოდი,ვეგეტარიანობა,ხანდაზმული ასაკი).


გამოშვების ფორმა:      #30 ტაბლეტი

გამოყენების წესი და დოზირება:
საპროფილაქტიკო და შემანარჩუნებელი თერაპია რკინადეფიციტური ანემიის დროს - 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში.
რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა - 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.


მწარმოებელი :  S.I.I.T. srl,  იტალია