ერთი ფლაკონი (1.112 მლ) შეიცავს 25 მგ პროგესტერონს (თეორიული კონცენტრაცია 22.48 მგ/მლ)
პროდუქტის ზოგადი დახასიათება
1. სამკურნალო პრეპარატის დასახელება
პლეირისი 25 მგ საინექციო ხსნარი
2. თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
ერთი ფლაკონი (1.112 მლ) შეიცავს 25 მგ პროგესტერონს (თეორიული კონცენტრაცია 22.48 მგ/მლ).
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ პუნქტში 6.1.
3. ფარმაცევტული ფორმა
საინექციო ხსნარი.
გამჭვირვალე უფერო ხსნარი.
4. კლინიკური მახასიათებლები
4.1. თერაპიული ჩვენებები
პლეირისი ნაჩვენებია ლუთეინური მხარდაჭერისათვის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით (ART) მკურნალობის პროგრამის ფარგლებში უნაყოფო ქალებში, რომელთაც არ შეუძლიათ ვაგინალური პრეპარატების გამოყენება ან ატანა.
4.2. დოზები და მიღების წესი
დოზები
მოზრდილები
25 მგ დღეში ერთჯერადი ინექცია ოოციტის მოძიების დღიდან, დადასტურებული ორსულობის 12 კვირამდე.
ვინაიდან პლეირისის ჩვენებები შემოიფარგლება რეპროდუქციული ასაკის ქალებით, დოზირების რეკომენდაციები ბავშვებისა და ხანდაზმულებისათვის არ არის შესაბამისი.
პლეირისის შეყვანა ხდება კანქვეშ (25 მგ) ან კუნთში (25 მგ) ინექციის გზით.
განსაკუთრებული პოპულაცია
ხანდაზმულები
65 წელს ზემოთ პაციენტებში კლინიკური მონაცემების შეგროვება არ განხორციელებულა.
ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობა
თირკმლისა ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში პლეირისის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.
პედიატრიული პოპულაცია
ბავშვებში (0-18 წელი) პლეირისის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის.
არ არსებობს პლეირისის შესაბამისი გამოყენება პედიატრიულ პოპულაციასა თუ ხანდაზმულებში ლუთეინური მხარდაჭერის ჩვენებით, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (ART) საშუალებით მკურნალობის პროგრამის ფარგლებში უნაყოფო ქალებში.
პრეპარატის მიღების წესი
პლეირისით მკურნალობა იწყება უნაყოფობის მკურნალობაში გამოცდილი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
პლეირისი შეყვანა ხდება კუნთში ან კანქვეშ.
კუნთში შეყვანა
შეარჩიეთ შესაფერისი მიდამო (მარჯვენა ან მარცხენა ბარძაყის ოთხთავა კუნთი). გაწმინდეთ ეს ადგილი და გააკეთეთ ღრმა ინექცია (ნემსი 900-ით კუთხით). პრეპარატის შეყვანა ხდება ნელა, ადგილობრივი ქსოვილის დაზიანების შესამცირებლად.
კანქვეშ შეყვანა
შეარჩიეთ შესაფერისი მიდამო (ბარძაყის წინა მხარე, მუცლის ქვედა ნაწილი), გაწმინდეთ საინექციო ადგილი, კანს მაგრად მოუჭირეთ და შეიყვანეთ ნემსი 45-900 კუთხით. პრეპარატის შეყვანა ხდება ნელა ადგილობრივი ქსოვილის დაზიანების შესამცირებლად.
4.3. უკუჩვენებები
პლეირისი არ გამოიყენება ქვემოთ აღწერილი დარღვევების მქონე პირებში:
ჰიპერმგრძნობელობა პროგესტერონის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ
არადიაგნოზირებული ვაგინალური სისხლდენა
არშემდგარი მუცლის მოშლა ან ექტოპიური ორსულობა
ღვიძლის მძიმე დისფუნქცია ან დაავადება
ძუძუს ან გენიტალური გზების დადასტურებული ან საეჭვო კიბო
აქტიური არტერიული ან ვენური თრომბოემბოლია ან მძიმე თრომბოფლებიტი, ან აღნიშნული მოვლენების არსებობა ანამნეზში
პორფირია
იდიოპათიური სიყვითლის ანამნეზი, მძიმე ქავილი ან გესტაციური პემფიგოიდი ორსულობის დროს.
4.4. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
ნებისმიერი ქვემოთ აღწერილი მოვლენის განვითარების შემთხვევაში პლეირისის მიღება უნდა შეწყდეს: მიოკარდიუმის ინფარქტი, გულ–სისხლძარღვთა დაავადებები, არტერიული ან ვენური თრომბოემბოლია, თრომბოფლებიტი ან რეტინალური თრომბოზი.
აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი დისფუნქციის მქონე პაციენტებში.
დეპრესიის ანამნეზის მქონე პაციენტებში აუცილებელია სათანადო მონიტორინგი. სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში პრეპარატი უნდა მოიხსნას.
ვინაიდან პროგესტერონს გარკვეული ხარისხით სითხის შეკავება შეუძლია, მოვლენები, რომლებზეც აღნიშნულმა ფაქტორმა შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს (მაგალითად, ეპილეფსია, შაკიკი, ასთმა, გულის ან თირკმლის დისფუნქცია) სათანადო დაკვირვებას საჭიროებენ.
პაციენტების მცირე რაოდენობაში, რომლებიც ესტროგენ–პროგესტერონის კომბინაციას ღებულობენ, აღინიშნებოდა ინსულინის მგრძნობელობის და შესაბამისად გლუკოზის ტოლერანტობის დაქვეითება. აღნიშნული დაქვეითების მექანიზმი უცნობია. ამ მიზეზით, პროგესტერონით თერაპიის დროს აუცილებელია დიაბეტური პაციენტების სათანადო კონტროლი (იხილეთ პუნქტი 4.5).
სასქესო სტეროიდების გამოყენებისას ასევე შეიძლება გაიზარდოს ბადურას სისხლძარღვების დაზიანების რისკი. ამ უკანასკნელ გართულებათა პრევენციისათვის, სიფრთხილის ზომების დაცვა არის აუცილებელი > 35 წლის ასაკის მომხმარებლებში, მწეველებში და ათეროსკლეროზის განვითარების რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში. ტრანზიტორული იშემიური მოვლენების, თავის უეცარი, მძიმე ტკივილის ან პაპილარულ შეშუპებასთან ან ბადურაში სისხლჩაქცევასთან დაკავშირებული მხედველობის დარღვევის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
პროგესტერონის დოზირების მკვეთრმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს მომატებული შფოთვა, გუნება–განწყობილების ცვლილებები და გაზრდილი მგრძნობელობა კრუნჩხვების მიმართ.
პლეირისით მკურნალობის დაწყებამდე, ექიმის მიერ უნდა მოხდეს პაციენტისა და მისი პარტნიორის გამოკვლევა უნაყოფობისა მიზეზებისა თუ ორსულობის გართულებების დასადგენად.
4.5. სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა ფორმის ურთიერთქმედებანი
სამკურნალო პრეპარატებმა, რომლებიც ღვიძლის ციტოქრომა–P450-3A4 სისტემას ასტიმულირებენ (მაგალითად, რიფამპიცინი, კარბამაზეპინი, გრისეოფულვინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი ან კრაზანას პრეპარატები (Hypericum perforatum-შემცველი მცენარეული პრეპარატები) შეიძლება გაზარდონ გამოყოფის სიჩქარე და შესაბამისად შეამცირონ პროგესტერონის ბიოშეღწევადობა.
მათგან განსხვავებით კეტოკონაზოლმა და ციტოქრომა P450-3A4 ინჰიბიტორებმა შეიძლება შეამცირონ გამოყოფის სიჩქარე და შესაბამისად გაზარდონ პროგესტერონის ბიოშეღწევადობა.
ვინაიდან პროგესტერონი ზეგავლენას ახდენს დიაბეტურ კონტროლზე, შეიძლება საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური დოზირების კორექცია (იხილეთ პუნქტი 4.4).
პროგესტერონს შეუძლია ციკლოსპორინის მეტაბოლიზმის ინჰიბირება და პლაზმაში ციკლოსპორინის კონცენტრაციების და ტოქსიურობის რისკის გაზრდის ხელშეწყობა.
თანმხლები საინექციო პრეპარატების ზეგავლენა პლეირისიდან პროგესტერონის ზემოქმედებაზე არ არის შესწავლილი. სხვა პრეპარატებთან თანმხლები გამოყენება რეკომენდებული არ არის.
4.6. ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ფერტილობა
პლეირისი გამოიყენება უნაყოფობის ზოგიერთი ფორმის სამკურნალოდ (სრული ინფორმაციისათვის იხილეთ პუნქტი 4.1).
ორსულობა
პლეირისი ნაჩვენებია უნაყოფო ქალებში ლუთეინური მხარდაჭერისათვის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით (ART) მკურნალობის პროგრამის ფარგლებში.
ორსულობის დროს საშვილოსნოშიდა ზემოქმედების შემდეგ, მდედრობითი და მამრობითი სქესის ჩვილებში თანდაყოლილი დეფექტების (გენიტალური დარღვევების ჩათვლით) განვითარების რისკების შესახებ შეზღუდული და არასარწმუნო ინფორმაცია არსებობს. კლინიკური კვლევების დროს გამოვლენილი თანდაყოლილი დეფექტების, სპონტანური აბორტებისა და ექტოპიური ორსულობების სიხშირე ზოგად პოპულაციაში აღწერილი სიხშირის მსგავსი იყო, თუმცა დასკვნების გასაკეთებლად საერთო ექსპოზიცია ძალიან დაბალია.
ძუძუთი კვება
პროგესტერონი გამოიყოფა დედის რძეში, აქედან გამომდინარე, პლეირისის გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ შეიძლება.
4.7. ავტომობილის მართვისა და მანქანა–დანადგარებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა
პლეირისს უმნიშვნელო ან ზომიერი ზეგავლენა გააჩნია ავტომობილის მართვისა და მანქანა–დანადგარებთან მუშაობის უნარზე. პროგესტერონმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და/ან თავბრუსხვევა; ამიტომ მძღოლებსა და მანქანა–დანადგარებთან მომუშავე პირებში რეკომენდებულია სიფრთხილის ზომების დაცვა.
4.8. გვერდითი მოვლენები
კლინიკური კვლევების დროს პლეირისით მკურნალობისას განვითარებული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები იყო რეაქციები შეყვანის ადგილზე, ძუძუს და ვულვო–ვაგინალური დარღვევები.
ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში ნაჩვენებია ძირითადი გვერდითი მოვლენები, რომლებიც გამოვლინდა პივოტურ კლინიკურ კვლევაში პლეირისით ნამკურნალევ ქალებში. ინფორმაცია მოცემულია ორგანოთა სისტემებისა (SOC) და სიხშირის მიხედვით.
ორგანოთა სისტემები (SOC) |
ძალიან ხშირი (≥1/10) |
ხშირი (≥1/100; <1/10) |
არახშირი (≥1/1000; <1/100) |
ფსიქიატრიული დარღვევები |
გუნება–განწყობილების ცვლილებები |
||
ნერვული სისტემის დარღვევები |
თავის ტკივილი |
თავბრუსხვევა, ძილიანობა |
|
კუჭ–ნაწლავის მხრივ დარღვევები |
მუცლის შებერილობა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, პირღებინება, შეკრულობა |
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები |
|
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები |
ქავილი, გამონაყარი |
||
რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების დარღვევები |
საშვილოსნოს სპაზმი, ვაგინალური სისხლჩაქცევები |
სარძევე ჯირკვლების მგრძნობელობა, სარძევე ჯირკვლების ტკივილი, საშოდან გამონადენი, ვულვო–ვაგინალური ქავილი, ვულვო–ვაგინალური დისკომფორტი, ვულვო–ვაგინალური ანთება, საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (OHSS) |
სარძევე ჯირკვლების დარღვევები |
ზოგადი დარღვევები და მოვლენები ინექციის ადგილზე |
მოვლენები შეყვანის უბანზე* |
ჰემატომა ინექციის ადგილზე, გამაგრება ინექციის ადგილზე, დაღლილობა |
ცხელების შეგრძნება, დისკომფორტი, ტკივილი |
* მოვლენები ინექციის ადგილზე, როგორიცაა გაღიზიანება, ტკივილი, ქავილი და შეშუპება
კლასის ეფექტები
შემდეგი მოვლენები, რომლებიც არ დაფიქსირებულა პაციენტებში პლეირისის კლინიკურ კვლევებში, თუმცა აღწერილია სამკურნალო საშუალებების იგივე ჯგუფის სხვა პრეპარატების გამოყენებისას.
ორგანოთა სისტემები (SOC) |
|
ფსიქიატრიული დარღვევები |
დეპრესია |
ნერვული სისტემის დარღვევები |
უძილობა |
ჰეპატობილიარული დარღვევები |
სიყვითლე |
რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების დარღვევები |
მენსტრუალური დარღვევები, პრემენსტრუალურის მსგავსი სინდრომი |
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები |
ჭინჭრის ციება, აკნე, ჰირსუიტიზმი, ალოპეცია |
ზოგადი დარღვევები და მოვლენები ინექციის ადგილზე |
წონაში მომატება ანაფილაქტოიდური რეაქციები |
საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
სამკურნალო პრეპარატის ლიცენზირების შემდეგ შემდეგ საეჭვო გვერდითი მოვლენების შეტყობინება ძალიან მნიშვნელოვანია, რაც პრეპარატის სარგებლის/რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგის შესაძლებლობას იძლევა.
სამედიცინო სპეციალისტებს სთხოვენ, გააკეთონ საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ერონული ანგარიშგების სისტემის საშუალებით, რომელიც წარმოდგენილია დანართში V.
4.9. ჭარბი დოზირება
პროგესტერონის მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა.
ჭარბი დოზირების მკურნალობა გულისხმობს პლეირისის მოხსნას და შესაბამისი სიმპტომატური და დამხმარე მკურნალობის დაწყებას.
5. ფარმაკოლოგიური თვისებები
5.1. ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები; პროგესტოგენები; პრეგნენ–(4) წარმოებულები, ათქ კოდი: G03DA04.
პროგესტერონი არის ბუნებრივი სტეროიდი, რომელიც გამოიყოფა საკვერცხეების, პლაცენტას და თირკმელზედა ჯირკვლების მიერ. ესტროგენის ადექვატური დონის არსებობის შემთხვევაში, პროგესტერონი პროლიფერაციულ ენდომეტრიუმს გარდაქმნის სეკრეტორულ ენდომეტრიუმად. პროგესტერონი აუცილებელია ემბრიონის იმპლანტაციისათვის ენდომეტრიუმის მიმღეობის გასაზრდელად. ემბრიონის იმპლანტაციის შემდეგ, პროგესტერონი მოქმედებს ორსულობის შესანარჩუნებლად.
კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება
მიმდინარე ორსულობის მაჩვენებელი 25 მგ/დღეში პლეირისით 10–კვირიანი ლუთეინური მხარდაჭერის შემდეგ (N=318) პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ ემბრიონის გადატანა III ფაზის კლინიკურ კვლევაში, იყო 29.25% (95% CI: 24.25 – 34.25).
პედიატრიული პოპულაცია
ევროპული წამლის სააგენტომ უარი განაცხადა ვალდებულებაზე, წარადგინოს არსებული ჩვენებებით პედიატრიული პოპულაციის ყველა ქვეჯგუფში პლეირისის გამოყენების კვლევების შედეგები.
5.2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
პოსტ–მენოპაუზის პერიოდში მყოფ 12 ჯანმრთელ ქალში 25 მგ პლეირისის კანქვეშ შეყვანის შემდეგ პროგესტერონის კონცენტრაციები შრატში გაიზარდა. ერთჯერადი კანქვეშა დოზის შეყვანიდან ერთი საათის შემდეგ, Cmax იყო 50.7±16.3 ნგ/მლ. შრატში პროგესტერონის კონცენტრაცია შემცირდა მონომაჩვენებლიანი დაქვეითების შემდეგ, შეყვანიდან 12 საათის შემდეგ საშუალო კონცენტრაცია იყო 6.6±1.6 ნგ/მლ. შრატში მინიმალური კონცენტრაცია 1.4±0.5 ნგ/მლ მიღწეულ იქნა 96-საათისათვის. ფარმაკოკინეტიკურმა ანალიზმა აჩვენა სამი კანქვეშა დოზის ხაზოვნება (25 მგ, 50 მგ და 100 მგ).
25 მგ/დღეში მრავალჯერადი კანქვეშ დოზირების შემდეგ, წონასწორული კონცენტრაციები მიღწეულ იქნა პლეირისთ მკურნალობის დაახლოებით 2 დღის განმავლობაში. მინიმალური მაჩვენებლები 4.8±1.1 ნგ/მლ აღინიშნებოდა 346.9±41.9 ნგ*სთ/მლ AUC-ით მე–11 დღეს.
განაწილება
ადამიანებში, პროგესტერონის 96-99% შეკავშირებულია შრატის ცილებთან, როგორიცაა ალბუმინი (50-54%) ან ტრანსკორტინი (43-48%), ხოლო დანარჩენი გვხვდება თავისუფალი სახით პლაზმაში. მისი ცხიმში ხსნადობის თვისების წყალობით, პროგესტერონი სისხლის ნაკადით მიემართება სამიზნე უჯრედებისაკენ პასიური დიფუზიის გზით.
ბიოტრანსფორმაცია
პროგესტერონი ძირითადად ღვიძლის მიერ პრეგნანედიოლებად და პრეგნანოლონებად მეტაბოლიზდება. პრეგნანედიოლები და პრეგნანოლონები ღვიძლში კონიუგირდებიან გლუკურონიდებთან და სულფატის მეტაბოლიტებთან. პროგესტერონის მეტაბოლიტებს, რომლებიც ნაღველში გამოიყოფიან, შეუძლიათ დეკონიუგაცია და შემდგომი მეტაბოლიზმი ნაწლავებში აღდგენის, დეჰიდროქსილირებისა და ეპიმერიზაციის გზით.
გამოყოფა
პროგესტერონი გამოიყოფა საშარდე და სანაღვლე გზებით.
5.3. უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
ბოცვრებს მკურნალობდნენ 6.7 მგ/კგ/დღეში პლეირისით 7 თანმიმდევრული დღის განმავლობაში კანქვეშ ან კუნთში ინექციის გზით. ლოკალური, მაკროსპული და ჰისტოპათოლოგიური კვლევით, კანქვეშ ინექციის გზით პლეირისით მკურნალობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეფექტები არ აღინიშნებოდა.
ცხოველებში, პლაცებოს და პროგესტერონის შეყვანისას კუნთში ინექციის გზით 7 დღის განმავლობაში, ადგილობრივმა გამოკვლევამ უჩვენა ადგილობრივი რეაქციები, როგორიცაა ჰემატომა ან კუნთის წითლად გამაგრება. შეშუპების უფრო მაღალი სიხშირე აღინიშნებოდა ცხოველებში პლეირისის გამოყენების დროს. აღნიშნული ნიშნები კორელაციაში იყო ქსოვილის ლოკალურ ნეკროზთან და მაკროფაგების პასუხთან ჰისტოპათოლოგიური კვლევისას. ზომიერი ფიბროზი დაკავშირებული იყო პლეირისის კუნთში შეყვანასთან მკურნალობის შემდგომი შვიდღიანი დაკვირვების პერიოდის შემდეგ. თუმცა არცერთი აღნიშნული ჰისტოლოგიური ცვლილება არ იყო მნიშვნელოვანი ან მასშტაბური.
უფრო ხანგრძლივი კვლევა ჩატარდა პლეირისის 1 მგ/კგ/დღეში კანქვეშ ან 4 მგ/კგ/დღეში ვენაში შეყვანით. ტოქსიკოლოგიურად მნიშვნელოვანი კლინიკური ნიშნები არ დაფიქსირებულა და უმნიშვნელოდ გამოვლენილი ნიშნები მსგავსი იყო იმისა, რაც პლაცებოს შეყვანის შემთხვევაში აღინიშნებოდა. მკურნალობის 28 დღის შემდეგ ინექციის ადგილების ჰისტოპათოლოგიურმა გამოკვლევამ უჩვენა მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებები, რაც ზოგადად ანალოგიური იყოს იმ ცხოველებისა, რომლებიც პლაცებოს ღებულობდნენ. მკურნალობის შემდგომი დაკვირვების პერიოდის შემდეგ (14 დღე), პლეირისის ინექციასთან დაკავშირებული ცვლილებები არ აღინიშნებოდა.
სხვა პრეკლინიკურმა კვლევებმა არ აჩვენა სხვა ეფექტები, გარდა იმ ეფექტებისა, რომელთა ახსნა შესაძლებელია პროგესტერონის ცნობილ ჰორმონალურ პროფილზე დაყრდნობით. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ სასქესო სტეროიდებს, როგორიცაა პროგესტერონი შეუძლიათ გარკვეული ჰორმონდამოკიდებული ქსოვილებისა და სიმსივნეების ზრდას შეუწყონ ხელი.
აქტიური ნივთიერება პროგესტერონი წარმოადგენს რისკს წყლის გარემოსთვის, განსაკუთრებით თევზებისათვის.
6. ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
6.1. დამხმარე ნივთიერებები
ჰიდროქსიპროპილბეტადექსი,
საინექციო წყალი
6.2. შეუთავსებლობები
აღნიშნული სამკურნალო პრეპარატის შერევა სხვა სამკურნალო პრეპარატებთან არ შეიძლება, გარდა 6.6 პუნქტში მითითებულებისა.
6.3. ვარგისობის ვადა
2 წელი.
აღნიშნული სამკურნალო პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მისი პირველად გახსნისთანავე: დარჩენილი ხსნარი ექვემდებარება უტილიზაციას.
6.4. შენახვის განსაკუთრებული პირობები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში. არ შეიძლება მაცივარში შენახვა ან გაყინვა.
პრეპარატი ინახება თავის შეფუთვაში სინათლისგან დაცვის მიზნით.
6.5. კონტეინერის აღწერა და შიგთავსი
უფერო I ტიპის შუშის ფლაკონი ბრომობუტილის რეზინის საცობით, ალუმინის პლომბით და ‘ხრახნიანი’ თავსახურით. თითოეულ შეფუთვაში მოთავსებულია 1, 7 ან 14 ფლაკონი. ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი გაყიდვაში.
პრეპარატი მოთავსებულია მეორეულ შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
6.6. განკარგვის განსაკუთრებული პირობები
ხსნარი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის.
კუნთში ინექციები კეთდება მხოლოდ სამედიცინო პერსონალის მიერ.
თუ ხსნარი შეიცავს უცხო ნაწილაკებს ან შეცვლილი აქვს ფერი, მისი გამოყენება არ შეიძლება.
ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის ან ნარჩენი მასალის განკარგვა ხდება ადგილობრივი მოთხოვნების შესაბმისად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
IBSA Institut Biochimique S.A., 6903 ლუგანო (შვეიცარია)
მწარმოებელი (მწარმოებლები):
IBSA Institute Biochimique S.A., კანტონალეს ქუჩა - სერტას ზონა - 6814 ლამონე (შვეიცარია)