პაციენტებისთვის

პლეირისის (Pleyris®) ხსნარის
გამოყენების ინსტრუქცია.

ამ სექციაში გაეცნობით პლეირისის კანქვეშა ინექციის სწორად გამოყენების ყველა ეტაპს - პრეპარატის მომზადებიდან ინექციის სწორ ტექნიკამდე, რათა მკურნალობა უსაფრთხოდ და ეფექტურად ჩატარდეს.

ინექციის სწორი ტექნიკა მნიშვნელოვანია პრეპარატის ეფექტური შეწოვის, მკურნალობის ეფექტიანობისა და ინექციის ადგილას დისკომფორტისა და ადგილობრივი რეაქციების შემცირებისათვის.

პლეირისი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ თქვენი რეპროდუქციული მედიცინის სპეციალისტის მიერ დანიშნული დოზითა და სქემით. მკურნალობის პერიოდში დოზა შესაძლოა შეიცვალოს თქვენი ინდივიდუალური საჭიროებებისა და კლინიკური პროტოკოლის შესაბამისად. პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან სხვა ჯანდაცვის პროფესიონალს.

იხილეთ ინსტრუქციის ვიდეო ↓
Pleyris-ის შეფუთვა

ვიდეო ინსტრუქცია

მომზადება და
თვითადმინისტრირება.

ინექციის მომზადებისა და შეყვანის წინ ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას და უყურეთ ვიდეოს. შესაბამისი ინსტრუქციისა და ტრენინგის მიღების შემდეგ, 25 მგ პლეირისის კანქვეშა ინექციის გაკეთებას თავად შეძლებთ.

კითხვა-პასუხი

ხშირად დასმული
კითხვები.

მკურნალობასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან სხვა ჯანდაცვის პროფესიონალს.

1. რა არის პლეირისი და რისთვის გამოიყენება?+
პლეირისი (Pleyris®) არის ბუნებრივი პროგესტერონის შემცველი კანქვეშა საინექციო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება იმ ქალებში, რომელთაც დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (ART) ფარგლებში, მათ შორის ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF), ICSI-ისა და გაყინული ან ახალი ემბრიონის ტრანსფერის (FET/ET) დროს, ლუთეალური ფაზის მხარდაჭერა ესაჭიროებათ. პროგესტერონი ამზადებს ენდომეტრიუმს ემბრიონის იმპლანტაციისთვის, ხელს უწყობს მის მიმაგრებას საშვილოსნოში და უზრუნველყოფს ორსულობის ადრეულ ეტაპზე ჰორმონული გარემოს შენარჩუნებას. პლეირისი გამოიყენება ყოველდღიური კანქვეშა ინექციის სახით ექიმის მიერ განსაზღვრული სქემით ორსულობის წარმატებული იმპლანტაციისა და ადრეული განვითარების მხარდასაჭერად.
2. როგორ უნდა გაკეთდეს პლეირისის ინექცია?+
პლეირისის შეყვანა შესაძლებელია: • კანქვეშ (ბარძაყის წინა მხარე, მუცლის ქვედა ნაწილი), გაწმინდეთ საინექციო ადგილი, კანს მაგრად მოუჭირეთ და შეიყვანეთ ნემსი 45-90° კუთხით. პრეპარატის შეყვანა ხდება ნელა ადგილობრივი ქსოვილის დაზიანების შესამცირებლად; • კუნთში (მარჯვენა ან მარცხენა ბარძაყის ოთხთავა კუნთში ნემსით ინექცია 90°-ით კუთხით) დღეში ერთხელ. ექიმის ან სხვა კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ შესაბამისი ინსტრუქციისა და ტრენინგის მიღების შემდეგ, 25 მგ პლეირისის კანქვეშა ინექციის გაკეთებას თავად შეძლებთ. გთხოვთ, პლეირისის მომზადებისა და შეყვანის წინ ყურადღებით გაეცნოთ ინსტრუქციას და უყუროთ ვიდეოს ადმინისტრაციის შესახებ. თვითადმინისტრირების ეტაპები: 1. ინექციისთვის მომზადება; 2. შეფუთვის შემოწმება; 3. ფლაკონისა და შპრიცის მომზადება; 4. ინსულინის შპრიცით ხსნარის ამოღება; 5. ჰაერის ბუშტუკების მოცილება; 6. კანქვეშა ინექციის გაკეთება; 7. გამოყენებული მასალების უტილიზაცია. მნიშვნელოვანია: თითოეული ფლაკონი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ფლაკონის გახსნისთანავე ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. ხსნარის შპრიცში შენახვა დაუშვებელია.
3. როგორ უნდა შეინახოთ პლეირისი?+
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას. შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. არ შეინახოთ მაცივარში და არ გაყინოთ. სინათლისგან დასაცავად შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში. ეს სამკურნალო საშუალება პირველი გახსნისთანავე უნდა იქნას გამოყენებული. დარჩენილი ხსნარი უნდა გადაიყაროს. პლეირისი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა მითითებულია ეტიკეტზე აღნიშვნის „Exp:“ შემდეგ. თუ ვარგისობის ვადა მითითებულია თვისა და წლის მიხედვით, იგი გულისხმობს აღნიშნული თვის ბოლო დღეს. პლეირისი არ გამოიყენოთ, თუ ხსნარში შეამჩნევთ ნაწილაკებს ან თუ ხსნარი გამჭვირვალე არ არის.
4. სად შეიძლება პლეირისის შეძენა?+
პლეირისის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ „ფარმადეპოსა“ და „ჯიპისის“ სააფთიაქო ქსელებში.

სად შეიძინოთ

ხელმისაწვდომი
აფთიაქები.

პლეირისის შეძენა შესაძლებელია „ფარმადეპოსა“ და „ჯიპისის“ ონლაინ პლატფორმებზე.

აფთიაქი
არხი
პროდუქტი
ქმედება
Pharmadepot
ონლაინ პლატფორმა
Pleyris® 25 mg 7 ფლაკონი
GPC
ონლაინ პლატფორმა
Pleyris® 25 mg 7 ფლაკონი

დოკუმენტები

ინფორმაცია ყოველთვის
თქვენთან ახლოს.

სრული ოფიციალური გამოყენების ინსტრუქცია ხელმისაწვდომია წასაკითხად ან ჩამოსატვირთად.

დამატებითი ინფორმაცია

პრეპარატის შესახებ
მნიშვნელოვანი დეტალები.

რა შედის შეფუთვაში?

მოქმედი ნივთიერებაა პროგესტერონი.

თითოეული ფლაკონი (1,112 მლ) შეიცავს 25 მგ პროგესტერონს (თეორიული კონცენტრაცია - 22,48 მგ/მლ).

სხვა დამხმარე ნივთიერებებია:

  • ჰიდროქსიპროპილბეტადექსი;
  • საინექციო წყალი.

პლეირისი არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი, რომელიც მოთავსებულია უფერო მინის ფლაკონში. თითოეული შეფუთვა შეიცავს 7 ფლაკონს.

რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი:

IBSA Farmaceutici Italia srl
Via Martiri di Cefalonia, 2
26900 Lodi – Italy

მწარმოებელი:

IBSA Farmaceutici Italia srl
Via Martiri di Cefalonia, 2
26900 Lodi – Italy

IBSA Pharma Limited (დიდი ბრიტანეთისთვის)
Units 4–6 Colonial Business Park, Colonial Way
Watford, WD24 4PR
United Kingdom
ევროპის ქვეყნების სავაჭრო დასახელებები +

ეს სამკურნალო საშუალება ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) წევრ სახელმწიფოებში ავტორიზებულია შემდეგი სავაჭრო დასახელებებით. მოქმედი ნივთიერების შემცველობა და ფარმაცევტული ფორმა ყველა ქვეყანაში იდენტურია; განსხვავებულია მხოლოდ სავაჭრო დასახელება:

ავსტრია:
Progedex
ბელგია:
Inprosub
ბულგარეთი:
Prolutex
კვიპროსი:
Prolutex
ჩეხეთის რესპუბლიკა:
Prolutex
დანია:
Prolutex
ესტონეთი:
Lubion
ფინეთი:
Prolutex
საფრანგეთი:
Progiron
გერმანია:
Prolutex
საბერძნეთი:
Prolutex
უნგრეთი:
Prolutex
იტალია:
Pleyris
ლიტვა:
Lubion
ლატვია:
Lubion
ლუქსემბურგი:
Inprosub
ნორვეგია:
Prolutex
პოლონეთი:
Prolutex
პორტუგალია:
Prolutex
რუმინეთი:
Prolutex
სლოვაკეთი:
Prolutex
შვედეთი:
Prolutex
ესპანეთი:
Prolutex
ნიდერლანდები:
Prolutex
გაერთიანებული სამეფო:
Lubion