18 – 19 სექტემბერს სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ ქართულ- გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი G G R C - ის ეგიდით და საქართველოს რეპროდუქტოლოგთა, მეან- გინეკოლოგთა და უროლოგთა ასოციაციების მხარდაჭერით გაიმართა საერთაშორისო სამედიცინო სამეცნიერო კონფერენცია „უნაყოფობა 35+“. რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ დელეგატები ამერიკიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან., ლიტვიდან, ყაზახეთიდან, სხვადასხვა ქვეყნის რეპროდუქციული ასოციაციების პრეზიდენტები და ექიმები მსოფლიოს წამყვანი კლინიკებიდან. კონფერენციაზე ფარმაცევტული კომპანია „საფ ფარმა“ სპონსორობის გარდა მრავალფეროვანი და საინტერესო საინფორმაციო კუთხით იყო წარმოდგენილი, ასევე მონაწილეებს კომპანიისგან გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები და ვარდები სამოტივაციო მესიჯებით, რამაც დელეგატებისა და სტუმრების განწყობის ამაღლება და დიდი მოწონება გამოიწვია.