მაღლა ასვლა
  • picture

საქართველოს რესპირატორთა ასოციაციის რიგით მე-7 დასკვნითი საერთაშორისო კონგრესი

2022 წელი

შესახებ

8-10 სექტემბერის ქ. ბათუმში გაიმართა საქართველოს რესპირატორთა ასოციაციის რიგით მე-7 დასკვნითი საერთაშორისო კონგრესი, რომელშიც მონაწილობას იღებდა 1000-მდე ქართველი და უცხოელი დელეგატი 27 ქვეყნიდან. კონგრესის ფარგლებში წარდგენილ და განხილულ იქნა 150-მდე სამეცნიერო მოხსენება, ბოლო პერიოდის აქტუალურ სამედიცინო თემებსა და ასპექტებზე. ფარმაცევტული კომპანია ,,საფ ფარმას’’ მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმზე განხილულ იქნა ორი აქტუალური თემა: I თემა : COVID-19 და უნივერსალური ანტიოქსიდანტი, პროფესორი კახაბერ ჭელიძე M.D., Ph.D. I I თემა: ოროფარინგიული ინფექციების მართვა, მომხსენებელ პროფესორი თეიმურაზ მიქელაძე M.D., Ph.D. კომპანია ,,საფ ფარმამ’’ ასევე იზრუნა დელეგატთა განწყობასა და მოტივაციაზე, ყველა მათგანს გადაეცა სპეციალურად მათთვის განკუთვნილი მამოტივირებელი ფრაზები ცოცხალ ყვავილებთან ერთად, რამაც დიდი აღტაცება გამოიწვია და ამაღლებული განწყობა შემქნა. სიმპოზიუმის ბოლოს გაიმართა წამახალისებელი გათამაშება, სადაც გათამაშდა ერთი უნცია (31,1გრ) უმაღლესი სინჯის ოქროს ფირფიტა ფორტუნას გამოსახულებით და კომპანია ,,საფ ფარმას’’ ლოგოთი. გამარჯვებული გახდა ქ. გურჯაანის ოჯახის ექიმი ქალბატონი ლელა ბერიძიშვილი. მეორე საინტერესო პრიზი იყო ესთეტიკურ ცენტრ ,,სილამაზის საელჩოს’’ 3000 ლარიანი სახის სრული მოდელირების პროცედურები, რომელიც გადაეცა ექიმ ალერგოლოგ-იმუნულოგ ბატონ ბიძინა კულუმბეგოვს. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული საერთაშორისო კონგრესი იყო დასკვნითი, კომპანია ,,საფ ფარმა’’-მ თანამშრომლობისა და მეგობრობის ნიშნად საქართველოს რესპირატორთა ასოციაციის სულის ჩამდგემელს და დამფუძნებელს ბატონ ივანე ჩხაიძეს კომპანიის სახელით გადასცა სიმბოლური საჩუქარი.