მთავარი
ბლოგები

ყაბზობა

picture

ყაბზობა

21-ე საუკუნეში უმოძრაო ცხოვრების წესისა და სწრაფი კვების ერაში ერთ-ერთი ხშირი პრობლემა არის ყაბზობა (კუჭში გასვლის 3-ზე ნაკლები შემთხვევა კვირის განმავლობაში), დასაქმებულ ადამიანთა 50%-ს აწუხებს შეკრულობა, ხოლო ასაკოვან ადამიანებში 5-ჯერ უფრო ხშირია ვიდრე ახალგაზრდებში.

გარდა შემაწუხებელი სიმპტომატიკისა და ცხოვრების ხარისხის დაქვეითებისა, ყაბზობას შეიძლება მოყვეს ჯანმრთელობისთვის საშიში გართულებები, საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვადასხვა პათოლოგიის ჩამოყალიბება, ნაწლავის ნორმოფლორის დარღვევა, ორგანიზმის ინტოქსიკაცია, პოლიპების და ახალწარმონაქმნების განვითარება მსხვილ და სწორ ნაწლავში.

ყაბზობის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს, ყველაზე ხშირად აწუხებთ ახალშობილებს, ბავშვებს და 55 წლის ზემოთ პირებს; ასევე უმოძრაო ცხოვრების წესისა და არასრულფასოვანი კვების(არასაკმარისი სითხისა და უჯრედისის მიღება) მქონე პირებს. ყაბზობა ხშირია ასევე მუცლის ღრუს ან პერიანალური ოპერაციების შემდგომ, ზოგიერთი მედიკამენტის მიღების, საფაღარათო საშუალებების უხეშად გამოყენების შემთხვევაში, ზოგიერთ ნევროლოგიური დაავადების, მოგზაურობის დროს.

რამდენადაც მრავალფეროვანია ყაბზობის გამომწვევი მიზეზები, იმდენად კომპლექსურია მისი მკურნალობა. რომელიც მოიცავს:

  • ცხოვრების სტილისა და დიეტის შეცვლას, რაც მოიცავს ფიზიკურ აქტივობას, უჯრედისითა და სითხით მდიდარი საკვების მიღებას
  • ყაბზობის გამომწვევი მედიკამენტების შეზღუდვას (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • ოსმოსური საფაღარათო საშუალებების მიღებას, ნაწლავის შიგთავსის გასათხიერებლად
  • პრებიოტიკები, რომლებიც ხელს უწყობონ ნაწლავის ნორმოფლორის აღდგენას და ე.წ. ,,კეთილ’’ და ,,ბოროტ’’ ბაქტერიებს შორის ბალანსის დამყარებას.

მელოფიბრა არის კომბინირებული ყაბზობის სამკურნალო საშუალება, რომელიც მოიცავს სამ კომპონენტს ყაბზობის მკურნალობაში.

მელოფიბრა ხსნის:

  • შეკრულობას
  • შებერილობას
  • დისბიოზს

მელოფიბრაში შემავალი ლაქტულოზა და ლაქტიტოლი ზრდიან ოსმოსურ წნევას და ხელს უწყობენ ჰიმუსის გათხევადებას, ფრუქტო-ოლიგოსაქარიდებს და ინულინს აქვს პრებიოტიკურლი მოქმედება, ფსილიუმი ამცირებს მსხვილი ნალწავის ლორწოვანი გარსის მიერ სითხის შეწოვას და ამით უზრუნველყოფს განავლოვანი მასების ჰიდრატაცია- გათხევადებას, ასვე აძლიერებს პერისტალტიკას რითაც უზრუნველყოფს რეგულარული დეფეკაციის აღდგენას; ხოლო მელოფიბრაში შემავალი სამკურნალო ბაბუაწვერა ამცირებს ნაწლავთა სპაზმს, აირების დაგროვებას, ხსნის შებერილობას.

გამოიყენება 12 წლიდან ზევით მოზრდილებში. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს.