მთავარი
ბლოგები

კომპიუტერულ მხედველობითი სინდრომი

picture

კომპიუტერულ მხედველობითი სინდრომი

"კომპიუტერული მხედველობის სინდრომი" - მომავალი თაობის საფრთხე

კომპიუტერულ მხედველობითი სინდრომი , რომელსაც ციფრულ თვალის ტკივილსაც უწოდებენ, მოიცავს თვალსა და მხედველობასთან დაკავშირებულ პრობლემების ჯგუფს , რომელიც გამოწვეულია კომპიუტერის, ტაბლეტის , ელექტრონული წამკითხველის და მობილური ტელეფონის ხანგრძლივი გამოყენების შედეგად.

● მხედველობითი დისკომფორტი
● პერიოდული “დაბინდვა”
● კითხვის გაძნელება
● თვალის ლორწოვანი გარსის სიწითლე
● თვალებში სიმშრალისა და უცხო სხეულის შეგრძნება
● ტკივილი თვალბუდისა და შუბლის არეში
● სინათლის შიში
● თავბრუსხვევა და გულისრევის შეგრძნება

ყველა ეს სიმპტომი კომპიუტერულ-მხედველობითი სინდრომისთვისაა დამახასიათებელი. ამ დაავადების გართულებას ახლომხედველობის, თვალის გარსის პათოლოგიური სიმშრალისა და ნევროზული ჩივილების (უმიზეზო სიცილი, ტირილი და “აფეთქებები”) გამოწვევაც კი შეუძლია

ოფთალმოლოგების დაკვირვებით, კომპიუტერისგან გამოწვეულ მხედველობით სიძნელეებს, მხოლოდ “დამცავი” სათვალე ვერ უშველის, საჭიროა, მომხმარებლებმა გარკვეული წესები დაიცვან. “კომპიუტერულ დაავადებას” არა მხოლოდ გამოსხივება, არამედ თვალების გადაღლაც იწვევს. ამის მიზეზი რამდენიმეა: პირველ რიგში, მონიტორთან რამდენიმე საათიანი მუშაობა მხედველობის კონცენტრირებას გულისხმობს, კონცენტრირების პირობებში კი იკლებს ქუთუთოების ხამხამის სიხშირე, რაც თვალის გამოშრობას იწვევს.

რეკომენდაციები, რომელსაც ოფთალმოლოგები გვაძლევენ ასეთია:

● მონიტორთან მუშაობისას ყოველ ნახევარ საათში 2-3 წუთით შეისვენოთ და მხედველობა შორს მდებარე საგნებზე გადაიტანოთ;
● ყურადღება მიაქციეთ განათებას: მონიტორი არ უნდა ირეკლავდეს სხვა სინათლის წყაროებს, მის ირგვლივ ფონური განათება არ უნდა იყოს თვალებისთვის ძლიერი ან ძალზე სუსტი;
● თვალებსა და მონიტორის ცენტრს შორის უნდა იქმნებოდეს 10-15 გრადუსიანი კუთხე; ხოლო მონიტორიდან დაშორება 40-50 სანტიმეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.

ამ ნორმების დაცვის შედეგად კომპიუტერულ-მხედველობითი სინდრომით დაავადების საშიშროება აღარ არსებობს. თუმცა, მხოლოდ ჰიგიენის დაცვა საკმარისი არაა მაშინ, როდესაც დაავადება უკვე გარკვეულ სტადიამდეა მისული. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების გაჩენისთანავე საჭირო ხდება ოპტიკური კორექცია (სათვალისა და კონტაქტური ლინზების დანიშნვა) და ისეთი მედიკამენტებით მკურნალობა, როგორიცაა, ბუნებრივი ცრემლის პრეპარატი და ბიოდანამატები.

DROPMILL - დროფმილი წარმოადგენს სამმაგი მოქმედების , უკონსერვანტო თვალის წვეთს, მისი გამორჩეული შემადგენლობიდან გამომდინარე ეძლევა პირდაპირი რეკომენდაცია გამოყენებულ იქნას კომპიუტერულ - მხედველობითი სინდრომის დროს.

⒈ ვიტამინიზირებული:
( მოცვის და ასკილის ანტიოქსიდანტური მოქმედება დაგეხმარებათ თვალის დაღლილობის, მხედველობის გაორების პრობლემის მოგვარებაში, ხსნის სიმშრალისგან გამოწვეულ, ქუთუთოს გაძლიერებულ ხამხამს , რაც ხშირად შეინიშნება ბავშვთა ასაკში )
⒉ ძლიერი დატენიანება და აღდგენა:
(დროფმილის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები - ჰიპრომელოზა და ჰიალურონის მჟავა უზრუნველყოფენ თვალის საცრემლე აპკის ოპტიკური მახასიათებლების აღდგენას, ლორწოვანი გარსის სწრაფ რეგენერაციას, თვალში წვის და უცხო სხეულის შეგრძნების აღმოფხვრას)
⒊ ანტისეპტიკური მოქმედება:
(გვირილა , ალოე, ბორის მჟავა - აღნიშნული კომპონენტების ხარჯზე დროფმილს გააჩნია გამოხატული ანტისეპტიკური მოქმედება. თავიდან აგარიდებთ თვალის ინფიცირების რისკს, მოგიხსნით სიწითლეს, გაღიზიანებას , წვის და ქავილის შეგრძნებას.

1 წვეთი 3-4 ჯერ დღეში თითოეულ თვალში ჩასაწვეთებლად.
დასაშვებია ნებისმიერ ასაკში.
ვარგისია გახსნიდან 3 თვის განმავლობაში.