მთავარი
  • picture

SAFBONE საფბოუნი

კალციუმის ფოსფატი - 510 მგ

ვიტამინ D3 - 2 მკგ (80სე)

მაგნიუმი - 56,25 მგ

თუთია - 12,5 მგ

ვიტამინი K2 (სოიოს ლეციტინი)

დამხმარე ნივთიერებები:
წყალი, ლიმონმჟავა, სოიოს ლეციტინი, ფრუქტოზა, პოტასიუმ სორბატი, სოდიუმ ბენზოატი, სორბიტოლი, ჟოლოს არომატიზატორი, ქსანტანის გუმფისი.

ფარმაკოდინამიკა:
საფბოუნის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები არეგულირებს კალციუმის ცვლას, ზრდის ძვლის სიმკვრივეს, აკმაყოფილებს ორგანიზმის დღე-ღამურ მოთხოვნილებას თუთიასა და მაგნიუმზე.

⫸ კალციუმი აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებისთვის, კბილების მინერალიზაციისთვის, მონაწილეობს ნერვული იმპულსის გადაცემაში, კუნთების ფუნქციონირებაში, ინსულინის სინთეზში, სისხლის შედედებაში და იმუნური პასუხის რეგულაციაში.  

⫸ ვიტამინი D3 აუცილებელია კალციუმის აბსორბციისა და უტილიზაციისთვის, აძლიერებს დნმ-ის სინთეზს ოსტეობლასტებში, აბალანსებს კალციუმის რეზორბცია-მინერალიზაციის პროცესებს ძვლოვან ქსოვილში. 

⫸ მაგნიუმი წარმოადგენს უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო სასიცოცხლოდ აუცილებელ ელემენტს. მაგნიუმი მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ როლს თამაშობს კუნთებში იონური ბალანსის შენარჩუნებაში, კალციუმთან ერთად განაპირობებს ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციონირებას. 

⫸ თუთია - მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმში, დადებითად მოქმედებს კალიუმ-ფოსფორის ცვლაზე, აძლიერებს არაორგანული ფოსფორის შეთვისებას.  მონაწილეობს ძვალში კალციუმის ფოსფატირებისთვის აუცილებელი კოლაგენური ცილის სინთეზში. თუთია მნიშვნელოვანია ბავშვის ორგანიზმის ჯანსაღი განვითარებისთვის. ბავშვებში თუთიის დეფიციტი იწვევს ზრდაში ჩამორჩენას, ინფექციებისადმი მიდრეკილებას, დიარეას.

⫸ ვიტამინი K2 - შედის სოიოს ლეციტინის შემადგენლობაში.  განაპირობებს ცილა ოსტეოკალცინის გააქტივებას, რომელიც უზრუნველყოფს  კალციუმის იონების მიზანმიმართულ ტრანსპორტირებას სამიზნე ორგანოებამდე- ძვლამდე და კბილამდე. ხელს უშლის არასასურველი კალციფიკატების, კენჭების და ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას.

ჩვენებები:
● კალციუმის დეფიციტი არაბალნსირებული კვების დროს
● აქტიური ზრდის და კბილების ამოჭრის პერიოდი ბავშვებში
● კარიესის პროფილაქტიკა
● რაქიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა
● ძვლოვანი ჩონჩხის ფორმირების დარღვევა
● კრუნჩხვითი სინდრომი (კალციუმის დეფიციტის ფონზე)

უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან არააქტიური ნივთიერებების მიმართ;
ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია;

დოზირება:
⊚ 0-დან 6 თვემდე: 2,5 მლ  2-ჯერ დღეში.
⊚ 6-დან  1 წლამდე: 2,5 მლ  3-ჯერ დღეში.
⊚ 1-დან 5 წლამდე: 5 მლ  2-ჯერ დღეში.
⊚ 5-დან 12 წლამდე: 5 მლ 3-ჯერ დღეში.

გამოყენების წინ აუცილებელია ფლაკონის შენჯღრევა.
გამოშვების ფორმა: სიროფი, 150 მლ, მუქი შუშის ფლაკონში, მზომი ჭიქით.
მწარმოებელი:  OFI,  იტალია