მთავარი
  • picture

Melophibra მელაფიბრე

ლაქტულოზა 62%

ინულინი

ფრუქტოოლიგოსაქარიდები

ალოე ვერა

დანდელიონი (სამკურნალო ბაბუაწვერა) თელა

B1 ვიტამინი

B6 ვიტამინი

მცენარეული ბოჭკოების, ლაქტულოზას და პრებიოტიკების შემცველი ოსმოსური საფაღარათო საშუალება

დამხმარე ნივთიერებები: წყალი, გლიცერინი, სოდიუმ ბენზოატი, პოტატიუმ სორბატი, ლიმონმჟავა, პოლისორბატ 20, სურკალოზა, სახარინი.

პროდუქტი არ შეიცავს გლუტენს.

ლაქტულოზა

ლაქტულოზა წარმოადგენს ნახევრადსინთეზურ დისაქარიდს, რომელიც შედგება 1 მოლეკულა გალაქტოზისა და 1 მოლეკულა ფრუქტოზისაგან. მსხვილ ნაწლავში ლაქტულოზას დაშლის შედეგად წარმოიქმნება მოკლე ჯაჭვის მქონე კარბონის მჟავები, რომლებიც აკავებენ წყლის მოლეკულებს, ზრდიან ნაწლავის შიგთავსის ოსმოსურ წნევას, რაც იწვევს ჰიმუსის გათხევადებასა და მისი მოცულობის მომატებას. ლაქტულოზა ასევე ამცირებს თავისუფალი ამიაკის და სხვა ტოქსიკური ნივთიერებებს უარყოფით ზეგავლენას, უზრუნველყოფს ორგანიზმიდან მათ სწრაფ გამოყოფას. ლაქტულოზა ასტიმულირებს ნაწლავის მოტორიკას, გარდა ამისა, მას შესწევს მსხვილ ნაწლავში სალმონელას ზრდის ინჰიბირების უნარი. იგი არ ამცირებს ვიტამინებისა და მინერალების აბსორბციას და არ იწვევს შეჩვევას (არ გააჩნია მოხსნის სინდრომი).

ფრუქტო-ოლიგოსაქარიდები (FOS) და ინულინი

ფრუქტო-ოლიგოსაქარიდები და ინულინი უხსნადი მცენარეული ბოჭკოებია, რომლებიც ქმნიან პრებიოტიკულ კომპლექსს მსხვილი ნაწლავის მთელ სიგრძეზე და უზრუნველოფენ სასარგებლო ბაქტერიებს საკვები ნიადაგით.

ნორმოფლორის ზრდის სტიმულირების გარდა, ინულინს და FOS-ს ახასიათებს პროკინეტიკური მოქმედება -ახდენენ კუჭნაწლავის მოტორიკის სტიმულირებას, აუმჯობესებენ კუჭნაწლავის ტრაქტის ზოგად მდგომარეობას, საჭმლის მონელების პროცესს, გამოყავს ორგანიზმიდან ტოქსინები, მარილები, მძიმე მეტალები, ცხიმოვანი მჟავები.

ალოე ვერას ექსტრაქტი

ალოე ახდენს ფეკალური მასების ჰიდრატაციას და არეგულირებს ფიზიოლოგიური დეფეკაციის პროცესს. ნაწლავის ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებით ასტიმულირებს პერისტალტიკას

თელა

ხსნის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანებას, სპაზმს. გამოიყენება ყაბზობის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის და წყლულოვანი კოლიტისდროს.

დანდელიონი (სამკურნალო ბაბუაწვერა)

ამცირებს გულისრევას, ნაწლავთა სპაზმსა და აირების დაგროვებას, გააჩნია ანტიოქსიდანტური და ჰეპატოპროტექტორული მოქმედება, იცავს ჰეპატოციტებს ოქსიდაციური სტრესისგან, აქვს უჯრედთა რეგენერაციის უნიკალური თვისება. ახასიათებს მსუბუქი ანტიჰელმინთური აქტივობა.

ჩვენებები:

- ქრონიკული ყაბზობა (როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში)
- განავლის დარბილება სამედიცინო მიზნით(ჰემოროიდული კვანძები, ოპერაცია მსხვილ ნაწლავზე და ანალურ მიდამოზე, პოსტოპერაციული პერიოდი);

- ნაწლავური დისბიოზი - ნორმალური ნაწლავური მიკროფლორის ფორმირება და აღდგენა; - ანტიჰელმინთურ საშუალებებთან კომბინირებულ თერაპიაში

- საჭმლის მონელების პროცესის რეგულაცია

- სალმონელებით, შიგელებით გამოწვეული ენტერიტი, სალმონელა მტარებლობა;

მიღების წესი და დოზირება:

მელაფიბრე მიიღება 15მლ 1-ჯერ დღეში, უმჯობესია საღამოს ძილის წინ

დოზის გაზრდა შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით, მოზრდილებში 30მლ-მდე, ხოლო ბავშვებში შესაძლებელია დოზის შემცირება 5-10მლ-მდე.

პროდუქტის მიღება შესაძლებელია კონცენტრირებული ან განზავებული სახით. გამოყენებამდე აუცილებელია ფლაკონის შენჯღრევა.

უკუჩვენება:

- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

- ნაწლავთა გაუვალობა.

სიფრთხილის ზომები:

ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება ექიმის რეკომენდაციით.

არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება ექიმის დანიშნულების გარეშე.

არ შეიცავს გლუტენს და გამოიყნება ცელიაკიის მქონე პაციენტებში.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის პირობები:

ინახება გრილ, მშრალ ადგილას, სითბოს, სინათლის და ტენიანობისგან მოშორებით.

გამოშვების ფორმა:

300 მლ ბოთლი, მზომი ჭიქით.

მწარმოებელი: Shedir Pharma, იტალია