კალიუმი - 1200მგ
მაგნიუმი - 200მგ
ინულინი - 1000მგ
კალიუმის(პოტასიუმ) ციტრატი - 3370 მგ
მაგნიუმის ციტრატი - 1378 მგ
დამხმარე ნივთიერებები: არომატიზატორი, დამატკბობელი - სუკრალოზა, ფრუქტოზა; სილიკონის დიოქსიდი, ლიმონმჟავა. შეფერილობისთვის : ბეტა-კაროტინი.
პროდუქტი არ შეიცავს გლუტენს.
კალიუმის(პოტასიუმ ) ციტრატი :
პოტასიუმ ციტრატის მოქმედებით შარდთან ერთად გამოიყოფა ტუტე მეტალებისა და სუსტი მჟავების მარილები შარდის pH გადახრის ტუტე მხარეს (pH 6.6–6.8 დროს მნიშვნელოვნად იზრდება შარდმჟავა მარილების გახსნა), რაც განაპირობებს დისოციაციის მაღალ ხარისხს და შარდმჟავას და ცისტინის ხსნადობას.
მაგნიუმის ციტრატი წარმოადგენს ორგანიზმისთვის ასათვისებლად ყველაზე ხელსაყრელ მაგნიუმის ფორმას, რადგან ციტრატები აძლიერებენ უჯრედში შეღწევადობას. სუფთა მაგნიუმის შემცველობა მაგნიუმის ციტრატის შემადგენლობაში შეადგენს დაახლოებით 11%.
მაგნიუმის ციტრატს გააჩნია ფარმაკოლოგიური მოქმედების ფართო სპექტრი (ანალგეზიური, დამამშვიდებელი, საძილე, სტრესის, კრუნჩხვის, ანტიარითმული, ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო, ნაღვლმდენი და დიურეზული მოქმედება). მაგნიუმი (Мგ) - წარმოადგენს უჯრედშიდა აქტიურ ელემენტს და ორგანიზმის ცხოველმყოფელობის ბევრი პროცესი დამოკიდებულია მაგნიუმის შემცველობაზე.
მაგნიუმის უკმარისობა შარდში ოქსალატების - მჟაუნმჟავა მარილების მომატებას იწვევს. მაგნიუმის 2+ იონი უკავშირდება შარდში ოქსალატების კრისტალებს, ზრდის ოქსალატების ხსნადობას, თრგუნავს კრისტალიზაციას და თირკმელკენჭოვანი დაავადების განვითარებას.
ინულინი
ინულინს გააჩნია პრებიოტიკული თვისება. მიკროორგანიზმების ზრდის სტიმულირების გარდა, ინულინს ასევე ახასიათებს პროკინეტიკური მოქმედება -ახდენს კუჭნაწლავის მოტორიკის სტიმულირებას.
ინულინი აუმჯობესებს კუჭნაწლავის ტრაქტის ზოგად მდგომარეობას, ახდენს საჭმლის მონელების სტიმულირებას, აადვილებს დეფეკაციის პროცესს.
გამოყავს ორგანიზმიდან ტოქსინები, მარილები, მძიმე მეტალები, ცხიმოვანი მჟავები.
ინულინი გამოიყენება დამხმარე საშუალება შარდის გატუტიანებისთვის, კალციუმის ოქსალატებისგან წარტმოქმნილი წვრილი კენჭების დასაშლელად.
ჩვენებები:
მიღების წესი და დოზირება:
რუპისოლვი გამოიყენება 1 ან 2 პაკეტი დღეში, უმჯობესია საკვების მიღებათა შორის შუალედში. პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას ჭიქა წყლში (დაახლოებით 150მლ) ფხვნილის სრულ გახსნამდე.
უკუჩვენება:
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
სიფრთხილის ზომები:
ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში მიზანშეწონილია ექიმთან კონსულტაციის გავლა.
არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება ექიმის დანიშნულების გარეშე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის პირობები:
ინახება გრილ, მშრალ ადგილას, სითბოს, სინათლის და ტენიანობისგან მოშორებით.
გამოშვების ფორმა:
4,5გ პაკეტები №20.
ვარგისიანობის ვადა:2 წელი
მწარმოებელი:Shedir Pharma, იტალია