მთავარი
  • picture

Antunes ანტუნესი

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი 0,4მგ

ტამსულოზინი წარმოადგენს პოსტსინაფსური ალფა 1 ადრენორეცეპტორების სპეციფიურ ბლოკატორს, რომლებიც განლაგებული არიან წინამდებარე ჯირკვალში, შარდის ბუშტის ყელში და ურეთრის პროსტატის ნაწილის გლუვ მუსკულატურაში. ტამსოლუზინით ალფა 1 ადრენორეცეპტორების ბლოკადა იწვევს წინამდებარე ჯირკვლის, შარდის ბუშტის ყელისა და ურეთრის პროსტატის ნაწილის გლუვი მუსკულატურის ტონუსის დაქვეითებას და შარდის გადინების გაუმჯობესებას. ერთდროულად მცირდება როგორც გათავისუფლების ასევე ავსების სიმპტომები, რომლებიც განპირობებულია გლუვი მუსკულატურის მომატებული ტონუსით და დეტრუზული ჰიპერაქტიურობით წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიისას.

ჩვენებები:
დიზურიული დარღვევების მკურნალობა წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიისას.

მიღების წესები და დოზები
შიგნით, საუზმის შემდეგ, წყალთან ერთად, იღებენ 1 კაფსულას (0.4მგ) ერთხელ დღეში. კაფსულის დაღეჭვა რეკომენდებული არ არის, რადგანაც ამან შეიძლება იმოქმედოს პრეპარატის გამოთავისუფლებაზე.

ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.