• picture

კადმირონი

სამკურნალო საშუალების დასახელება
კადმირონი 0,5 მგ/0,4 მგ მყარი კაფსულები
თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
თითოეული მყარი კაფსულა შეიცავს 0,5 მგ დუტასტერიდს და 0,4 მგ ტამსულოზინის ჰიდროქლორიდს (0,367 მგ ტამსულოზინის ექვივალენტი). ცნობილი ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერებები-თითოეული კაფსულა შეიცავს სოიოს ლეციტინს და პროპილენ გლიკოლს (299,46 მგ პროპილენ გლიკოლს თითოეულ მყარ კაფსულაში, რაც 4,27 მგ/კგ-ს ექვივალენტია).

მოქმედების მექანიზმიმოქმედების მექანიზმიტამსულოზინი წარმოადგენს მაღალსელექტიურ α1A-ადრენერგული რეცეპტორების ანტაგონისტს. იგი ბლოკავს Gq-ცილასთან დაკავშირებულ ფოსფოლიპაზა C გზას, ამცირებს IP3-დამოკიდებულ კალციუმის გამოყოფას და იწვევს ბუშტის ყელისა და პროსტატის გლუვი კუნთის მოდუნებას. შედეგად მცირდება ბუშტის გამოსასვლელის რეზისტენტობა და უმჯობესდება შარდის ნაკადი.დუტასტერიდი წარმოადგენს 5α-რედუქტაზის ორმაგ ინჰიბიტორს, რომელიც თრგუნავს როგორც ტიპ I, ისე ტიპ II იზოფერმენტს. შედეგად მცირდება ტესტოსტერონის გარდაქმნა დიჰიდროტესტოსტერონად (DHT), რომელიც პროსტატის ზრდის ძირითადი სტიმულატორია. DHT-ის შემცირება იწვევს პროსტატის ქსოვილის ინვოლუციას და ზრდის კონტროლის დაქვეითებას, რაც ამცირებს ობსტრუქციის სტრუქტურულ კომპონენტს.თერაპიული ჩვენებები• პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ზომიერი და მძიმე სიმპტომების მკურნალობა.• შარდის მწვავე შეკავების და ქირურგიული ჩარევის რისკის შემცირება პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის საშუალო და მძიმე სიმპტომების მქონე პაციენტებში. დოზირება და მიღების წესიკადმირონის რეკომენდებული დოზა არის ერთი კაფსულა (0,5 მგ/0,4 მგ) დღეში.საჭიროების შემთხვევაში, კადმირონი შეიძლება გამოყენებულ იქნას დუტასტერიდისა და ტამსულოზინის ჰიდროქლორიდის ჩანაცვლებისთვის არსებულ ორმაგ თერაპიაში მკურნალობის გამარტივების მიზნით.სადაც კლინიკურად მიზანშეწონილია, შეიძლება დუტასტერიდით ან ტამსულოზინის ჰიდროქლორიდით მონოთერაპიიდან პირდაპირ გადასვლა კადმირონზე.პაციენტებს უნდა მიეცეთ მითითება, რომ გადაყლაპონ კაფსულები მთლიანად, ყოველდღე, კვებიდან დაახლოებით 30 წუთის შემდეგ. არ შეიძლება კაფსულების დაღეჭვა ან გახსნა. კაფსულის შიგთავსთან კონტაქტმა შესაძლოა გამოიწვიოს ოროფარინგეალური ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.
 უკუჩვენებებიკადმირონი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:• ქალები და ბავშვები და მოზარდები • პაციენტები, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების• სხვა 5-ალფა რედუქტაზას ინჰიბიტორების, სოიოს, არაქისის ან რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ• პაციენტები ორთოსტატული ჰიპოტენზიით ანამნეზში• პაციენტები ღვიძლის მძიმე უკმარისობითსპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისასკომბინირებული თერაპია უნდა დაინიშნოს სარგებლის და რისკის ფრთხილად შეფასების შემდეგ გვერდითი მოვლენების პოტენციური გაზრდილი რისკის გამო (გულის უკმარისობის ჩათვლით) და მკურნალობის ალტერნატიული ვარიანტების, მათ შორის მონოთერაპიის განხილვის შემდეგ. შენახვის ვადა2 წელი განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისასეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი:D&FISHER CO LTDNiriidon 5, Strovolos, Nicosia 2045, CyprusE-mail: [email protected]
მწარმოებელი:Laboratorios LEÓN FARMA, SAPolígono Industrial Navatejera, C/La Vallina, s/n,Villaquilambre-24193 León, Spain