მთავარი
  • picture

Tauretina ტაურეტინა

ტაურინი - 100 მგ

ლუთეინი - 10მგ

ზეაქსანტინი-4მგ

თუთია - 12,5 მგ

სპილენძი - 0,5 მგ

კოენზიმ Q10 – 5 მგ

კურკუმას (ყვითელი იმბირი) მშრალი ექსტრაქტი - 52,63 მგ (95%, 50მგ კურკუმინის შემცველობით)

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი, ფისი, ორფუძიანი კალციუმის ფოსფატი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ტაურეტინა - სპეციალიურად მხედველობისთვის შემუშავებული საშუალება, ყველაზე საჭირო კომპონენტების დაბალანსებული და სრულფასოვანი კომბინაცია.

ტაურინი - ახდენს ნერვული უჯრედების გამტარიანობის ნორმალიზებას, არეგულირებს უჯრედული მემბრანების მუშაობას; მონაწილეობს კალციუმის, კალიუმის, მაგნიუმისა და ნატრიუმის ცვლაში; აუმჯობესებს ბადურას კვებას;

ლუთეინი და ზეაქსანტინი - კაროტინოიდებია, რომლებიც ყვითელი ხალის ძირითად პიგმენტებს წარმოადგენენ; აფერხებენ მაკულას ასაკობრივ დეგენერაციას, რეტინიტს. ბადურასა და მაკულაში ეს ნივთიერებები პასუხისმგებელნი არიან მხედველობის ხარისხზე, იცავენ თვალის ქსოვილს თავისუფალი რადიკალების და ძლიერი სინათლის ნეგატიური ზემოქმედებისგან, განსაკუთრებით კი ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.

თუთია -აუცილებელია მხედველობის ძირითადი პიგმენტის- როდოპსინისწარმოსაქმნელად და ბადურადან ტვინში სინათლის სიგანალების გასატარებლად, რისი წყალობითაც თვალს იცავს სტრუქტურული ცვლილებებისგან, რომლებსაც იწვევს კაშკაშა სინათლე. სწორედ თუთიის დეფიციტი იწვევს ბადურას სტრუქტურულ ცვლილებებს, მცირდება ფერების აღქმა.

სპილენძი - ეს მიკროელემენტი იცავს მხედველობის ორგანოს ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი და ათეროსკლეროზი.

კურკუმას (ყვითელი იმბირი) – აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს და მიკროელემენტებს, ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას, გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო და მაღალი ანტიოქსიდანტური მოქმედება, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ბადურაში.

ჩვენებები:

  • მხედველობის სიმახვილის დაქვეითება;
  • დიაბეტური რეტინოპათია;
  • მომატებული მხედველობითი დატვირთვისას (კომპიუტერი, ტელევიზორი, მზის სხივები და სხვა.);
  • ასაკობრივი ცვლილებები;
  • პროგრესირებადი ახლომხედველობა და შორსმხედველობა;
  • თვალის ტრავმის და ოპერაციული ჩარევის შემდგომ, როგორც კომპლექსური აღდგენითი თერაპია.

მიღების წესი და დოზირება:

ტაურეტინა გამოიყენება 1-ჯერ დღეში, ჭამის დროს. რეკომენდებულია ტაურეტინას მიღება მინიმუმ 6 თვის განმავლობაში . დასაშვებია 6 თვიდან

უკუჩვენება:

- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

- ორსულების და ლაქტაციის პერიოდი.

სიფრთხილის ზომები:

არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება ექიმის დანიშნულებიშ გარეშე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის პირობები:

ინახება გრილ, მშრალ ადგილას.

გამოშვების ფორმა:

30 კაფსულა, 2 ბლისტერი.

ვარგისიანობის ვადა:3 წელი

მწარმოებელი:BIOFTA, იტალია