მთავარი
  • picture

RIBOLISIN რიბოლიზინი

რიბოფლავინ ფოსფატი (vit.B2)- 0,05 გრ

L-პროლინი- 0,072 გრ

L-გლიცინი-0.0140 გრ

L ლიზინი-0,0140 გრ

L- ლეიცინი- 0,0108გრ

ნატრიუმის ჰიალურონატი- 0,15გრ

N-ჰიდროქსიმეთილ გლიცინატი , ნატრიუმის ედეტატი

გაწმენდილი წყალი ,იზოტონური ხსნარი ,ბუფერული pH 7,2

რიბოლიზინი წარმოადგენს იზოტონურ ოფთალმოლოგიურ საშუალებას ვიტ. B2-ით, ჰიალურონის მჟავით და ამინომჟავებით. არ შეიცავს კონსერვანტებს. აღადგენს რქოვანას და აუმჯობესებს საცრემლე გარსის მდგომარეობას.

შემადგენლობა:

  • ვიტამინი B2 (რიბოფლავინ ფოსფატი) 0,05გ
  • L პროლინი 0,0752 გ
  • L გლიცინი 0,0140 გ
  • L ლიზინი 0,0140 გ
  • L ლეიცინი 0,0108 გ
  • ჰიალურონის მჟავას ნატრიუმის მარილი 0,1500 გ
  • ბორის მჟავა
  • ნატრიუმის ტეტრაბორატი
  • ნატრიუმის ქლორიდი
  • ხსნარის PH არის 7.2

ფარმაკოლგიური მოქმედება:

ვიტამინი B2

  • თამაშობს გადამწყვეტ როლს რქოვანას ზედაპირული სტრუქტურების ეპითელური უჯრედების და სტრომის განვითარებასა და შენარჩუნებაში.
  • მონაწილეობს მრავალ მეტაბოლურ და ენერგეტიკულ პროცესში
  • თამაშობს კოფაქტორის როლს ფერმენტულ რეაქციებში, რომლებიც ზრდიან ამინომჟავების ათვისების ეფექტურობას.
  • უზრუნველყოფს ეპითელიუმის ეფექტურ დაცვას, რომელიც მუდმივად იმყოფება სხვადასხვა სახის სტრესის ზემოქმედების ქვეშ. იცავს მას ულტრაიისფერი
  • გამოსხივებისგან, ქროს ლინქინგის ოპერაციის შემდეგ, რითაც ინარჩუნებს სტრომის ფიზიოლოგიურ მდგომარეობას.

რიბილიზინის შემადგენლობაში შემავალი ამინომჟავები:

  • წარმოადგენენ სუბსტრატს ახალი უჯრედების წარმოქმნისა და უჯრედგარე მატრიქსის სინთეზისისთვის.
  • აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებს, ეწინააღმდეგება დისტროფიული დაზიანებების განვითარებას.
  • უზრუნველყოფს შემაერთებელი ქსოვილების სტრუქტურულ მდგრადობას.
  • აუმჯობესებს თვალის ზედაპირის ტროფიკას, ეწინააღმდეგება ანთებისა და გაღიზიანების განვითარებას.

ჰიალურონის მჟავა:

  • ასტიმულირებს რეეპითელიზაციის პროცესებს რქოვანას და კონიუნქტივას, დაზიანების შემთხვევაში.
  • ზრდის უჯრედგარე მატრიქსში ენდოგენური ჰიალურონის მჟავას შემცველობას.
  • ზრდის პრეპარატის კონტაქტის დროს თვალის ქსოვილებთან.

ბორის მჟავა:

  • ხასიათდება მსუბუქი ანტიმიკრობული აქტივობით (ბაქტერია, სოკო). გამოიყენება, როგორც ანტისეპტიკური საშუალება თვალის ჰიგიენისთვის. ხსნის კვამლით, ქლორით და სხვა ქიმიური ნივთიერებებით გამოწვეულ გაღიზიანებას.

ნატრიუმის ტეტრაბორატი:

  • ბორის მჟავას წარმოებულია, რომელიც იგივე ანტიმიკრობული აქტივობით ხასიათდება. ასევე აქვს ბუფერული თვისებები, რაც აიოლებს კონტაქტური ლინზის ტარებას და ინარჩუნებს ბუნებრივი ცრემლის pH-ს.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

სიფრთხილის ზომები:

  • პროდუქტი არის სტერილური ფლაკონის გახსნამდე
  • დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით მოერიდეთ საწვეთურის კონტაქტს თვალის ზედაპირთან ან სხვა საგნებთან.
  • გამოყენების შემდეგ დაახურეთ მჭიდროდ, არ გამოიყენოთ გახსნიდან 30 დღის შემდეგ
  • არ გამოიყენოთ თვალის ინფექციების დროს
  • არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ
  • შეინახეთ 4°C დან 25°C მდე ტემპერატურულ შუალედში.
  • შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას
  • განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის

გვერდითი ეფექტები:

რიბოლიზინის გამოყენების დროს გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.

დოზირება:

1-2 წვეთი 4 ჯერ დღეში.

გამოშვების ფორმა:

10 მლ თვალის წვეთი

მწარმოებელი: Fidia Farmaceutici S.p.A.- იტალია