ჰიპრომელოზა 0,500გ
L - გლიცინი 0.100გ
L - პროლინი 0.0752გ
L - ლეიცინი 0.0108გ
L - ლიზინი 0.014გ
N - ჰიდროქსიმეთილგლიცინატი 0.002გ
ნატრიუმის ედეტატი 0.100გ
ხსნარის PH არის 7.2
ნექსტალ გელი არის სტერილური იზოტონური ხსნარი ჰიპრომელოზას და ამინომჟავების შემცველობით, კონსერვანტების გარეშე, აღადგენს საცრემლე გარსის ფიზიოლოგიურ მდგომარეობას და აუმჯობესებს ცრემლის სეკრეციას.
ნექსტალ გელი გამოიყენება თვალის ზედაპირის დატენიანების და ლუბრიკაციისთვის. ჰიპრომელოზა არის მუკომიმეტური მახასიათებლების მქონე პოლიმერი, რომელიც ქმნის გამჭირვალე დამცავ ფენას და აქვს თვალის ზედაპირზე საცრემლე გარსის აღდგენის და ცრემლის სტაბილიზაციის თვისება. ამინომჟავები ხელს უწყობენ ზედაპირის დაცვას გარემოს მავნე ფაქტორების და ოქსიდაციური სტრესისგან.
ნექსტალ გელის ფლაკონი აღჭურვილია OSD (Ophthalmic Squeeze Dispenser) საწვეთურით, რომელიც მრავალშრიანი ჰაერის ფილტრისა და სპეციალური სარქვლოვანი სისტემის მეშვეობით, უზრუნველყოფს პროდუქტის სტერილურობას და ინახება კონსერვანტების გარეშე.
ჩვენებები:
ნექსტალ გელი გამოიყენება სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული მშრალი თვალის სინდრომის დროს თვალის ზედაპირის დატენიანების და ლუბრიკაციის მიზნით.
დოზირების რეჟიმი და მიღების წესი:
ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი 3-ჯერ ან მეტჯერ დღეში.
პროდუქტის ჩაწვეთება შესაძლებელია კონტაქტური ლინზების ტარების დროსაც.
უკუჩვენებები:
ინდივიდუალური მგრძნობელობა პროდუქტში შემავალი კომპონენტების ან სხვა ნივთიერებების მიმართ, რომლებიც ქიმიურად მჭიდროდ არიან დაკავშირებული.
გამოყენების წესი:
სიფრთხილის ზომები:
გვერდითი მოვლენები:
შემადგენლობა:
ძირითადი კომპონენტი: ჰიპრომელოზა 0,5%-ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა.
სხვა კომპონენტები: ბორის მჟავა, ნატრიუმის ტეტრაბორატის დეკაჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, L-გლიცინი, L-ლეიცინი, L-ლიზინი, L-პროლინი, საინექციო წყალი.
შენახვის პირობები:
არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. არ გამოიყენოთ პროდუქტი ბოთლის ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია პირველი გახსნიდან შეფუთავზე მითითებულ ვარგისიანობის ვადამდე.
არ გადააგდოთ გარემოში.
შეფუთვა: 10მლ ბოთლი
მწარმოებელი: Fidia Farmaceutici S.p.A-იტალია
www.fidiapharma.com