მთავარი
  • picture

LACRISEK ლაკრისეკი

თვალის სტერილური წვეთი, რომელიც შეიცავს ნანოტექნოლოგიურად დამუშავებულ ლიპოსომებს , ვიტამინი A, ვიტამინი E

ამინომჟავებს : L-პროლინი, L-გლიცინი, L ლიზინი, L- ლეიცინი

ლაკრისეკი - სტერილური ოფთალმოლოგიური ხსნარი ჰიდროგენიზებული ლიპოსომების,
A ვიტამინის, E ვიტამინის და ამინომჟავების შემცველობით, კონსერვანტების გარეშე.
ლაკრისეკის ოფთალმოლოგიური ხსნარი ასტაბილურებს საცრემლე გარსის ლიპიდურ
შრეს და არეგულირებს და აკორექტირებს თვალის ზედაპირის ლუბრიკაციას.

A და E ვიტამინები, რომლებიც ცნობილია მათი დამამშვიდებელი და დამარბილებელი
თვისებებით, ლიპოსომებთან სინერგიით უზრუნველყოფენ ქუთუთოს ლიპიდური
კომპონენტის ფუნქციურ მხარდაჭერას. გარდა ამისა, როგორც ლიპოსომების
სტაბილიზატორები, A და E ვიტამინები ხელს უწყობენ სიმპტომოლოგიის
გაუმჯობესებას თვალის და პერიოკულარულ დონეზე, რომელიც დაკავშირებულია
ალერგიული და/ან ინფექციური წარმოშობის მდგომარეობებთან.

ამინომჟავები-L-პროლინი, L-გლიცინი, L-ლიზინი, L-ლეიცინი ზრდის რქოვანას
ეპითელიუმის დაცვის და ლუბრიკაციის უნარს, რომელიც შეიძლება დაირღვეს
სხვადასხვა სახის სტრესის შედეგად. საცრემლე გარსის ლიპიდურ შრეს გადამწყვეტი
მნიშვნელობა ენიჭება ცრემლის აორთქლებისგან დაცვაში. ლაკრისეკის
ოფთალმოლოგიური ხსნარის გამოყენება ხელს უწყობს თვალის ქუთუთოზე არსებული
მეიბომის ჯირკვლების მიერ ლიპიდების სეკრეციას და საცრემლე გარსის ლიპიდური
შრის სტაბილიზაციას.

ჩვენებები:

ლაკრისეკი რეკომენდებულია შემდეგი ჩივილების დროს:

  • მშრალი თვალის სინდრომი
  • უცხო სხეულის შეგრძნება
  • თვალის წვა და ქავილი
  • თვალის სიწითლე, არასასურველი გარემო პირობების (ქარი, მზე, მიკროკლიმატის
    ცვლილება) შედეგად გამოწვეული ლიპიდური შრის დისფუნქციით.

დოზირების რეჟიმი და მიღების წესი:

ლაკრისეკი წვეთდება პირდაპირ თვალის ზედაპირზე, 1-2 წვეთი დღეში 4-ჯერ, ან ექიმის
დანიშნულებისამებრ.

უკუჩვენებები:

ინდივიდუალური მგრძნობელობა პროდუქტში შემავალი კომპონენტების ან სხვა
ნივთიერებების მიმართ, რომლებიც ქიმიურად მჭიდროდ არიან დაკავშირებული.

გამოყენების წესი:

  • ამოიღეთ ფლაკონი და მოხსენით დამცავი პლასტმასის რგოლი.
  • მოხსენით თავსახური.
  • ამოატრიალეთ ბოთლი თვალის მიმართულებით და მოახდინეთ საჩვენებელი და
    ცერა თითების გვერდებზე მზარდი დაჭერა, წვეთის წამოსვლამდე. დაჭერის
    ძალის გაზრდა საჭირო გახდება ფლაკონში ხსნარის შემცირებისას.
  • მჭიდროდ დაახურეთ თავსახური ფლაკონს.

სიფრთხილის ზომები:

  • პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი ოფთალმოლოგიური
    გამოყენებისთვის.
  • ხსნარის დაბინძურების რისკის აღმოსაფხვრელად დარწმუნდით, რომ
    საწვეთური არ ეხება თვალის ზედაპირს და არ არის კონტაქტში სხვა
    ობიექტებთან და ზედაპირებთან.
  • გამოყენების შემდეგ ფლაკონს მჭიდროდ დააფარეთ თავსახური.
  • მიმართეთ ექიმს თუ გიწევთ სხვა ოფთალმოლოგიური საშუალებების
    გამოყენება.
  • არ გამოიყენოთ მედიკამენტი თუ დაზიანებულია ბოთლის OSD ფილტრი.
  • შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

გვერდითი მოვლენები:

  • პროდუქტის მიღების შემდეგ არასასურველი გვერდითი ეფექტები არ
    დაფიქსირებულა. არასასურველი რეაქციების შემთხვევაში შეწყვიტეთ
    პროდუქტის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
  • პროდუქტის გამოყენების შემდგომ შესაძლოა აღინიშნოს მხედველობის
    დროებითი დაბინდვის შეგრძნება.

შემადგენლობა:

რეტინოლის პალმიტატი-ვიტამინი A, ტოკოფეროლი-ვიტამინი E, ჰიდროგენიზებული
ფოსფოლიპიდები (ლიპოსომები), ნატრიუმის მონოფოსფატი, ნატრიუმის დიფოსფატი,
ნატრიუმის ქლორიდი, L-პროლინი, L-გლიცინი, L-ლიზინი, L-ლეიცინი, საინექციო წყალი.

შენახვის პირობები:

შეინახეთ 4-25°C-ზე ტემპერატურაზე. არ გამოიყენოთ პროდუქტი ბოთლის ეტიკეტზე
მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია პირველი გახსნიდან შეფუთავზე მითითებულ
ვარგისიანობის ვადამდე.
არ გადააგდოთ გარემოში.

შეფუთვა: 10მლ ბოთლი

მწარმოებელი: Fidia Farmaceutici S.p.A-იტალია

www.fidiapharma.com