მთავარი
  • picture

DropMill დროფმილი

დისტილირებული ექსტრაქტი

ასკილის დისტილირებული ექსტრაქტი

გვირილას დისტილირებული ექსტრაქტი

ალოეს დისტილირებული ექსტრაქტი

ბორის მჟავა, 0.2% ჰიალურონის მჟავა

0.2% ჰიპრომელოზა

დამხმარე ნივთიერებები : ნატრიუმის ტეტრაბორატის დეკაჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი.
არ შეიცავს კონსერვანტებს და ფოსფატურ ბუფერებს.
ხსნარის PH არის 7.2

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
დროფმილი არის სტერილური ხსნარი ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის ფიზიოლოგიურიPH–ით და კონსერვანტების გარეშე.

დროფმილი შეიცავს 2 ლუბრიკანტს: ჰიალურონის მჟავა და ჰიპრომელოზა.

ჰიალურონის მჟავაწარმოადგენს ბუნებრივ პოლისაქარიდს, რომელსაც გააჩნია უნიკალური სიბლანტე-ელასტიურობისა და ჰიგროსკოპულობის თვისებები. ჰიალურონის მჟავას გააჩნია რეგენერაციის უნარი, მონაწილეობს თვალის ქსოვილების მემბრანების დაცვასა და აღდგენაში, ახდენს დამატენიანებელ მოქმედებას რქოვანაზე.

ჰიპრომელოზაწარმოადგენს რქოვანას ძლიერ პროტექტორს, ახდენს დამატენიანებელ და დამამშვიდებელ მოქმედებას, გააჩნია მაღალი წებოვნება, რაც ზრდის ხსნარის კონტაქტის ხანგრძლივობას რქოვანასთან. ხსნარის გარდატეხის მაჩვენებელი ბუნებრივი ცრემლის ანალოგიურია. ხელს უწყობს ცრემლის აპკის ოპტიკური მახასიათებლების აღდგენას, სტაბილურობას და წარმოწმნას.

მოცვიშეიცავსPP, B1, B2, C, Eვიტამინებს, მიკროელემენტებს, ეთერზეთებს და მთრიმლავ ნივთიერებებს. უძლიერესი ანტიოქსიდანტია. აუმჯობესებს უჯრედული მემბრანების სტრუქტურას, ხელს უშლის კოლაგენის დაშლას და ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს, აძლიერებს ბადურასადმი სისხლის მიწოდებას, აუმჯობესებს მხედველობას სიბნელეში. აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას და ქსოვილების რეგენერაციას.

ასკილის ექსტრაქტიწარმოადგენს ვიტამინების ბუნებრივ კონცენტრატს, შეიცავს ასკორბინის მჟავას, რიბოფლავინს, ბეტა-კაროტინს, ფილოქინონს და ბიოფლავონოიდებს.

გვირილა, ალოე ვერა და ბორის მჟავა– გააჩნიათ ანტიბაქტერიული, ანთების და ალერგიის საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი, მარეგენირებელი მოქმედება; ხსნიან კონიუნქტივას შეშუპებასა და სიწითლეს.

ჩვებნებები:

,,კომპიუტერულ-მხედველობითი სინდრომი”(თვალის ლორწოვანი გარსის (კონიუნქტივას) სიწითლე; თვალებში წვის, სიმშრალისა და უცხო სხეულის შეგრძნება; ტკივილი თვალბუდისა და შუბლის არეში; ტკივილი თვალის მოძრაობის დროს; მხედველობის სიმახვილის დაქვეითება; აკომოდაციის დარღვევა; მხედველობის გაოება; კითხვის დროს თვალების სწრაფი დაღლა)

დიაბეტური რეტინოპათია

სიბნელეში ხედვის დაქვეითება

ბაქტერიული და ალერგიული კონიუნქტივიტები

რეფრაქციული ოპერაცის შემდეგ

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ

სპეციალური სიფრთხილის ზომები:

პროდუქტი არის სტერილური ფლაკონის გახსნამდე

დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით მოვერიდოთ საწვეთურის კონტაქტს თვალის ზედაპირთან ან სხვა საგნებთან

პირველადი გახსნის დროს შესაძლებელი ხსნარის გადმოსვლა, რაც განპირობებულია ფლაკონის სისავსით და უზრუნველყობს ხსნარის სტერილობას.

გამოყენების შემდეგ მჭიდროდ მოვარგოთ თავსახური

პრეპარატი ვარგისია ფლაკონის გახსნიდან 3 თვე

გამოყენების წინ დარწმუნდით, რომ პროდუქტი არ არის დაზიანებული

არ გამოიყენოთ ფლაკონზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ

შენახვის პირობები:25oCტემპერატურაზე

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის

შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას

გვერდითი ეფექტები
დროფმილის გამოყენების დროს გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.

დოზირება:
ინიშნება ყველა ასაკში: 1-2 წვეთი 2-3 ჯერ დღეში თვალში ჩასაწვეთებლად.

გამოშვების ფორმა:
10 მლ თვალის წვეთები.

მწარმოებელი:C.O.C. FARMACEUTICI Srl, Via Modena,15 40019, Sant’Agata Bolognese,იტალია