მთავარი
  • picture

Cosomidol კოსომიდოლი

დორზოლამიდის ჰიდროქლორიდი 22.3 მგ

რაც 20.0 მგ დორზოლამიდის ექვივალენტურია

თიმოლოლის ექვივალენტური 5.0 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ჰიდროქსიპროპილ-ბეტა ციკლოდექსტრინი, ჰიპრომელოზა, უწყლო ერთფუძიანი ნატრიუმის ფოსფატი, მანიტოლი, ნატრიუმის პერბორატის ტეტრაჰიდრატი, დიეთილინ ტრიამინ პენტამეთილ ფოსფონის მჟავა, ჰეპტანატრიუმის მარილი, გასუფთავებული წყალი q.s.

ფარმაკოლოგიური მოქმედება

კოსომიდოლი შედგება ორი კომპონენტისგან: დორზოლამიდი და თიმოლოლი. დორზოლამიდი მიეკუთვნება ნახშირბადის ანჰიდრაზას ინჰიბიტორების მედიკამენტებს. თიმოლოლი მიეკუთვნება ბეტა ბლოკატორების აგენტების მედიკამენტებს. ეს პრეპარატები ამცირებენ თვალის წნევას, მაგრამ სხვაგვარად კოსომიდოლი ინიშნება გლაუკომას სამკურნალოდ თვალის წნევის შესამცირებლად, როდესაც მხოლოდ ბეტა ბლოკატორი თვალის წვეთებით მკურნალობა არ არის ადეკვატური.

უკუჩვენება

  • თუ ხართ ალერგიული დორზოლამიდის ჰიდროქლორიდის, თიმოლოლის მალეატის ან პრეპარატში შემავალი სხვა ინგრედიენტის მიმართ.
  • თუ ამჟამად გაქვთ ან წარსულში გქონდათ სუნთქვის პრობლემები, როგორიც არის ასთმა ან მწვავე ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი (ფილტვის მწვავე დაავადება, რასაც შეუძლია გამოიწვიოს ხიხინი, ქოშინი და/ან ხანგრძლივი ხველა).
  • თუ გაქვთ შენელებული გულისცემა, გულის უკმარისობა ან გულის რითმის დარღვევები (არარეგულარული გულის ცემა).
  • თუ გაქვთ თირკმლის მწვავე დაავადება ან უკმარისობა, ან ანამნეზში აღგენიშნებათ კენჭები თირკმელში.
  • თუ გაქვთ სისხლში ქლორიდების დაგროვებით გამოწვეული სისხლის მომატებული მჟავიანობა (ჰიპერქლორემიული აციდოზი).

თუ არ ხართ დარწმუნებული პრეპარატის გამოყენებაში, მაშინ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.



გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

კოსომიდოლის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს. მოახსენეთ ექიმს ნებისმიერი მიმდინარე ან წარსულში გადატანილი თვალთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოყენება ორსულობის დროს

არ გამოიყენოთ კოსომიდოლი თუ ხართ ორსული, გარდა იმ შემთხვევისა თუ ექიმი ჩათვლის საჭიროდ.

გამოყენება მეძუძურ დედებში

არ გამოიყენოთ კოსომიდოლი თუ ხართ მეძუძური დედა. თიმოლოლი შესაძლოა გადავიდეს დედის რძეში. ძუძუთი კვების პერიოდში ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

დოზა და პრეზენტაცია

პრეპარატის გამოყენებისას ზუსტად დაიცავით ექიმის მითითებები. ეჭვის არსებობის შემთხვევაში კვლავ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. მკურნალობის ხანგრძლივობას და შესაფერის დოზას დაადგენს ექიმი. რეკომენდებული დოზა არის ერთი წვეთის ჩაწვეთება დაზიანებულ თვალში ან თვალებში დილას და საღამოს. თუ თქვენ იყენებთ ამ პრეპარატს სხვა თვალის წვეთებთან ერთად, ჩაწვეთებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 10 წუთი. არ შეცვალოთ დოზა ექიმის დაუკითხავად.

არ შეახოთ ბოთლის საწვეთურის წვერი თვალს ან თვალის გარშემო ადგილს. ამან შესაძლოა გამოიწვიოს თვალის დამაინფიცირებელი ბაქტერიებით დაბინძურება რაც იწვევს თვალის სერიოზულ დაზიანებას ან მხედველობის დაკარგვას. მოარიდეთ საწვეთური ნებისმიერ ზედაპირთან კონტაქტს რათა თავიდან აიცილოთ მისი დაბინძურება. თუ ფიქრობთ რომ პრეპარატი შესაძლოა დაბინძურებული იყოს ან თუ განვითარდა თვალის ინფექცია, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და გაარკვიეთ შეიძლება თუ არა ამ ბოთლის კვლავ გმოყენება.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი. გამოყენება სასურველია ვადის ამოწურვამდე.

შენახვა

შეინახეთ არაუმეტეს 300 ტემპერატურაზე, მოარიდეთ სინათლეს.

შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

როდესაც არ იყენებთ ბოთლი შეინახეთ კარგად დახურულ მდგომარეობაში.

გახსნის შემდეგ გამოიყენეთ მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

წარმოებულია VITALINE S.A.C-ს მიერ

Mz B, Lote 1 Zed Paita-Peru

LABORATORIOS LANSIER S.A.C-სთვის

Jr. Gral. Felipe Varela No 461/475

ლიმა 05- პერუ