ოფთამილი - სტერილური ხსნარი ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის, ფიზიოლოგიური pH-ით, მულტიდოზირებულ 10მლ ფლაკონში.
ოფთამილი მოქმედებს როგორც დამატენიანებელი და დამცავი საშუალება. ხსნის თვალის ზედაპირის სიწითლეს, სიმშრალეს, დაღლილობას და დისკომფორტს, რომელიც გამოწვეულია გარემო ფაქტორების ზემოქმედებით (ქარი, კვამლი, დაბინძურებული ჰაერი, ზღვის მარილიანი წყალი, მზის ულტრაიისფერი გამოსხივება), ასევე კომპიუტერის და სხვა გაჯეტების ხანგრძლივი გამოყენებით.

ოფთამილი იცავს რქოვანას ზედაპირს კონტაქტური ლინზების გამოყენების და ქირურგიული ჩარევების შემდგომ განვითარებული სიმშრალისგან, მასში შემავალი ჰიალურონის მჟავა ატენიანებს და პოხავს ზედაპირს, რითიც იცავს თვალს გამოშრობის, წვის და დისკომფორტისგან, ასევე გარემოს მავნე ფაქტორებისგან. ნატრიუმის ჰიალურონატი გვხვდება ადამიანის ორგანიზმში იმ ადგილებში, რომელიც მუდმივად საჭიროებს ლუბრიკაციას (ხრტილი, საცრემლე აპკი, კანი). გარდა ამისა, ოფთამილი შეიცავს ჰიპრომელოზას, რომელიც არის პოლიმერი მუკო-მიმეტური სიმკვრივით, იგი ასტაბილურებს საცრემლე აპკს, ხელს უშლის რქოვანაზე უცხო სხეულის და კონტაქტური ლინზების უარყოფით მოქმედებას. მისი ვისკოელასტიური აპკი იცავს რქოვანას სიწითლისგან და ხელს უწყობს მისი გამჭირვალობის შენარჩუნებას. საცრემლე აპკის დისბალანსი უპირატესად მოზრდილებში გვხვდება.
ოფთამილი ასევე შეიცავს ნატრიუმის ქლორიდს, ბორის მჟავას და ნატრიუმის ტეტრაბორატს, რომლებიც ანიჭებენ ხსნარს ბუფერულ თვისებებს და ანტისეპტიკურ მოქმედებას. გარდა ამისა შეიცავს მოცვს, ასკილს, გვირილას და ალოე ვერას. ოფთამილი არ შეიცავს კონსერვანტებს და თავსებადია კონტაქტურ ლინზებთან.
შემადგენლობა:
0,2% ჰიალურონის მჟავას ნატრიუმის მარილი, 0,2% ჰიპრომელოზა, ასკილის (Rosa canina) გამოხდილი წყალი, ალოე ვერას (Aloe barbadensis Miller) გამოხდილი წყალი, გვირილას (Chamomilla recutita) გამოხდილი წყალი, მოცვის (Vaccinium myrtillus) გამოხდილი წყალი, ბორის მჟავა, ნატრიუმის ტეტრაბორატი, ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.
გამოყენების ინსტრუქცია
სიფრთხილის ზომები:
კომპონენტებზე:
შენახვის პირობები:
არ შეინახოთ 30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
პირველი გახსნის შემდეგ შიგთავსი გამოყენებულ უნდა იქნას
3 თვის განმავლობაში.
შეფუთვა:
ბოთლი 10 მლ სტერილური ხსნარი კონსერვანტის გარეშე.
მოქმედების ვადა:
ვადის გასვლის თარიღი მითითებული კოლოფზე და ფლაკონზე.
მწარმოებელი: C.O.C. Farmaceutici S.r.l
Via Modena, 15 – 40019 Sant’Agata Bolognese (BO) Italy
დისტრიბუტორი: SAF FARMA LLC.