მშრალი თვალის სინდრომი;
თვალის გაღიზიანება, სიწითლე, წვა და უცხო სხეულის შეგრძნება;
პროგრესირებადი კატარაქტის პრევენცია;
დიაბეტური რეტინოპათია;
მეტაბოლური და ანტიოქსიდანტური მოქმედების, დამცავი და დამატენიანებელი გელი პროლონგირებული
ეფექტით.
შემადგენლობა:
10 მლ ხსნარი შეიცავს - ჰიალურონის მჟავა-0,4% (40 მგ), ალფა ლიპოის მჟავა-0,2 მგ, ვიტამინი E -TPGS-0,2 მგ და გლიპოგრიმერი-1025 მგ.
სხვა ინგრედიენტები: ბორის მჟავა, ნატრიუმის ტეტრაბორატი, დეიონიზებული წყალი.
ჰიალურონის მჟავას მაღალი შემცველობა HA - 0,4% - განაპირობებს თვალის ზედაპირის ხანგრძლივ დატენიანებას და დაცვას. აღადგენს დაზიანებულ ქსოვილებს და ამშვიდებს გაღიზიანებულ თვალს.
ალფა ლიპოის მჟავა ALA - ყველაზე მძლავრი ანტიოქსიდანტია, რომელიც თრგუნავს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელ ზეგავლენას, იცავს ბროლს შემღვრევისგან და ინარჩუნებს მის გამჭირვალობას. ამცირებს ლიპიდურ ჟანგვას და მის მავნე გავლენას ნერვულ უჯრედებსა და სისხლძარღვებზე. ააქტიურებს გლუკოზის მეტაბოლიზმს და ატფ-ის სინთეზს. აქვეითებს გლუკონეოგენეზის და კეტოგენეზის პროცესებს.
ვიტამინი E-TPGS - სპეციალურად შემუშავებული E ვიტამინის წყალში ხსნადი ფორმა, გაუმჯობესებული აქტივობით და მაღალი შეღწევადობით ქსოვილებში. თავისი ანტიოქსიდანტური თვისებებით დადებითად მოქმედებს თვალის წინა და უკანა სეგმენტების სხვადასხვა დაავადებების დროს: კატარაქტა, ასაკობრივი მაკულარული დეგენერაცია, გლაუკომა, უვეიტი.
გლიპოგრიმერი - ხსნარს ანიჭებს გელის სტრუქტურას და განაპირობებს მის ხანგრძლივ აპლიკაციას თვალის ზედაპირზე.
ბორის მჟავა და ნატრიუმის ტეტრაბორატი - ხასიათდება მსუბუქი ანტიმიკრობული აქტივობით (ბაქტერია, სოკო). გამოიყენება, როგორც ანტისეპტიკური საშუალება თვალის ჰიგიენისთვის. ხსნის კვამლით, ქლორით და სხვა ქიმიური ნივთიერებებით გამოწვეულ გაღიზიანებას.
არ შეიცავს: კონსერვანტებს, ბენზალკონიუმის ქლორიდს, ქლორჰექსიდინს, პარაბენებს, ფენოქსიეთანოლს და ცხოველური წარმოშობის კომპონენტებს.
ჩვენებები:
დოზირება და მიღების წესი:
1-2 წვეთი თითოეულ თვალში დღეში 1-ჯერ ან რამოდენიმეჯერ, საჭიროების მიხედვით.
გამოყენება უმჯობესია საღამოს პერიოდში, ალფა ლიპოის მჟავის სინათლის სხივზე მგრძნობელობის გამო.
სიფრთხილის ზომები:
შეფუთვა:
10მლ მულტიდოზირებული ბოთლი დისპენსერით, კონსერვანტების გარეშე.
მწარმოებელი:
Omisan Farmaceutici-იტალია
Via Galileo Galilei, 00012 Guidonia Montecelio (RM)