ნატაი ვიტრო არის სტერილური იზოტონური ოფთალმოლოგიური ხსნარი, დამატენიანებელი, ლუბრიკაციული, დამცავი და ანტიოქსიდანტური მოქმედებით. რეკომენდებულია მშრალი, მგრძნობიარე, გაღიზიანებული და დაღლილი თვალებისთვის.
თავსებადია ყველა ტიპის კონტაქტურ ლინზასთან. გამოყენება შესაძლებელია ჩასმულ ლინზაზეც.
შემადგენლობა:
- 0,1% მაღალ მოლეკულური წონის ჰიალურონის მჟავა;
- 0,1% საშუალო მოლეკულური წონის ჰიალურონის მჟავა;
- 0,1% დაბალ მოლეკულური წონის ჰიალურონის მჟავა;
- 0,1% ქროს-ლინკინგირებული ჰიალურონის მჟავა.
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის N-ჰიდროქსიმეთილგლიცინატი, იზოტონური ბუფერული ხსნარი pH-7,2.
ჩვენებები:
- ნებისმიერი ხარისხის მშრალი თვალის დაავადება;
- ატენიანებს, პოხავს და იცავს მშრალ, დაღლილ, გაღიზიანებულ და გაუწყლოებულ თვალს;
- ამსუბუქებს დისკომფორტს უცხო სხეულის, წვის და ქავილის დროს;
- იდეალურია საცრემლე გარსის არატრავმული და არაპათოლოგიური ცვლილებების დროს;
- რეკომენდებულია გარემოს სტრესული ფაქტორების დროს: ულტრაიისფერი გამოსხივება, მტვერი, კონდიცირებული გარემო, მშრალი, დაბინძურებული ჰაერი, აუზის ქლორიანი წყალი და სხვა;
- კონტაქტური ლინზების ხანგრძლივი ტარება.
- გამოყენება შესაძლებელია უშუალოდ ჩასმულ ლინზაზეც.
დოზირება და მიღების წესი:
ჩაიწვეთეთ 1-2 წვეთი თითოეულ თვალში, დღეში 1-ჯერ ან რამოდენიმეჯერ, საჭიროებისამებრ.
კონტაქტური ლინზების ტარების შემთხვევაში 2-3 წვეთი თითოეულ თვალში, საჭიროებისამებრ.
სიფრთხილის ზომები:
- თვალის გაღიზიანების შემთხვევაში შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება და მიმართეთ სპეციალისტს.
- არ გამოიყენოთ პროდუქტში შემავალ კომპონენტებზე მომატებული მგრძნობელობის ან ალერგიის შემთხვევაში.
- შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისგან დაცულ ადგილზე 5°C-დან 35°C-მდე ტემპერატურაზე.
- არ გამოიყენოთ პროდუქტი ვადის გასვლის შემდეგ.
- პროდუქტი სტერილურია გახსნამდე. გახსნის შემდეგ გამოიყენეთ 6 თვის განმავლობაში.
- ჩაწვეთების დროს საწვეთური არ შეახოთ თვალის ზედაპირს და ქუთუთოს.
- ყოველი გამოყენების შემდეგ მჭიდროთ დაახურეთ თავსახური.
- თუ იყენებთ სხვა ოფთალმოლოგიურ საშუალებასაც ჩაიწვეთეთ 5 წუთით ადრე ან შემდეგ.
არ შეიცავს: ბენზალკონიუმის ქლორიდს, ქლორჰექსიდინს, პარაბენებს, ფენოქსიეთანოლს, თიმეროლს და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს.
შენახვის ვადა: 24 თვე
პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია ფლაკონის პირველი გახსნიდან 3 თვის განმავლობაში.
მწარმოებელი:
Omisan Farmaceutici Srl.
Via Galileo Galilei, 00012 Guidonia Montecelio (RM)
იტალია